კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ სტუმრად „ფერენცვაროში" 2:1 დაამარცხა.

ბუდაპეშტში ძალიან ცხელოდა. კიდევ უფრო ცხელოდა მოედანზე, სადაც სლოვაკურმა გუნდმა მეტოქე დაჯაბნა. მასპინძლები 70-ე წუთზე კრისტოფერ ზახარიასენმა დააწინაურა. 81-ე წუთზე ანგარიში გურამ კაშიამ გაათანაბრა, 73-ე წუთზე შეცვლაზე შესული გიორგი ჩაკვეტაძის პასით კი გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე რუსების მიერ დიდად ნაქებ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდს ტიგრან ბარსეგიანმა გაუტანა. ძალიან აქტიური იყო აგრეთვე ჯაბა კანკავა, რომელმაც ისევე, როგორც კაშიამ, შეუცვლელად ითამაშა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 27 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.

ბუდაპეშტი. „გრუპამა
არენა“

ფერენცვაროში - სლოვანი
გოლები: 1:0 ზახარიასენი (70), 1:1 კაშია (81), 1:2 ბარსეგიანი (86)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „აპოელმა“ ბულგარეთში ფრეს (0:0) მიაღწია „ბოტევთან“. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვულოცავ ბიჭებსა და ვაისს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას!
!!!
21 ივლისი 2022 00:13
6
ამდენი გულშემატკივარი თუ ჰყავდა ფერენცვაროშს საქართველოში,არ მეგონა
პაატა
21 ივლისი 2022 02:07
5
2 მაგად მწყდება გული ბათუმის უბადრუკ შეცდომებზე, ვუყურე თამაშს და ბათუმი ორივეს ჯობდა! მთელი სეზონი ვწერდი დაცვა გააძლიერეთთქო, კაშო უნდა მოეყვანათ განა რა თანხას ითხოვდა, ფალავანდა, ბიძინაშვილი, ვაწაძე და ნავალა კათარზისის სასტავი გაეშვა და მაგათგან გამოთავისუფლებული ფულით გურამა დაემატებინა... ან კვარას გაყიდვიდან არაფერი შეხვდათ რო კაშოს ხელფსი გადაეხადათ? მთელი სეზონი დაცვის გაძლიერებაზე ვწერდი :(
გიო
21 ივლისი 2022 00:11
6
ჩაკვეეე!!ტვინი ხარ❤️
ირაკლი
21 ივლისი 2022 00:55
4
სტანისლავ არ გონდოდა დვალი? გამაიღე.DDDDDDDDDDDDDDდ
ეეე
21 ივლისი 2022 00:40
4
ძალიან კარგი და ძლიერი გუნდი არი სლოვანი ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენსას რამაგრად ითამაშა ბათუმმა როგორ დაჯაბნა ის საშინელი 10 წუთი რომ ლეხთანაც ვნახავთ რა კარგი გუნდია
Soso
21 ივლისი 2022 00:16
1
საგოლე კომბინაცია,აშკარად წინასწარ ჰქონდათ დამუშავებული.საქართველოს ნაკრებში რამდენი წელი იყო და ერთი დამუშავებული სტანდარტი არ უჩვენებია,როგორ დავიჯერო,რომ ჩვენებს არ შეეძლოთ?შეცვლებსაც დროზე აკეთებს.ჩვენთან რატომ აკეთებდა ისე?
სოსო
21 ივლისი 2022 00:58
3
Ჩვენზე ისწავლა და მაგიტომ))))
American
21 ივლისი 2022 01:35
5
კინაღამ გული გამიჩერდა ბათუმის წაგების გამო, თან ესეთი თამაშის შემდეგ. მაგრამ სლოვენის გამარჯვება ქართველს რატო არ უნდა გაგვიხარდეს ვერ ვხვდები,
1. სლოვანში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ყოფილი კაპიტანი და ჩაკვე თამაშობს. კაშიამ გაიტანა, ჩაკვემ როგორც იქნა მნიშვნელოვანი ქმედება გააკეთა.მწვრთნელად ვაისია
2. უნგრეთი რუსების ყველაზე დიდი მოკავშირეები ევროპაში, დვალი გაუშვეს და ბოლობოლო ჩერჩესოვია მაგათი მწვრთნელი.
ზურა
21 ივლისი 2022 10:07
3
კარგი გუნდი ყოფილა ბათუმი. ბერიძე იყიდეთ ვინმე ცივსისხლიანი 2-3 ლეგიონერი და უკეთეს შედეგზე გახვალ
რაბუ
21 ივლისი 2022 02:05
0
ჩაკვემ რა რეიდი გააკეთა ნახეთ? ეს ბიჭი თუ ათამაშდა, სლოვანი კიდევ ბევრს გაამწარებს. სომეხი ბიჭიც ძალიან მომწონს.
გილოცავთ
21 ივლისი 2022 11:05
1
მოეშვით რა ამ სულელურ მარჩიელობებს.ბათუმი ფერენცვაროშს გააგდებდა რომ გასულიყოო.თქვენ ბათუმი მართლა რეალი ან ლივერპული ხომ არ გგონიათ? მეკარე არასტაბილური.დაცვის ცენტრი საშინელება,განაპირა მცველები უკან ჩასვლას ვერ ასწრებენ,ფიზიკა საშინელი.სლოვანთან ბოლოს ძლივს დაბოდიალობდნენ.რატომ გეგონათ რომ სლოვანი უნდა გაეგდო? ან რატომ გგონიათ რომ ლეხს მოუგებთ?ცოტა რეალისტები იყავით.გახადეს რა ბათუმი ბარსელონა
zaza
21 ივლისი 2022 10:13
27
მართალი ხარ! სუბიექტურები უნდა ვიყოთ და გადაჭარბებულად არ შევაფასოთ როგორც ნაკრების და მისი ფეხბურთელების, ასევე ქართული კლუბების შესაძლებლობები. მაგალითად, ინგლისში ვცხოვრობ და აქაური ფეხბურთის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთის დონის შეფასება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. ვისაც ფეხბურთი ესმის ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით, დამეთანხმება, რომ ქართული კლუბების და ნაკრების თამაშში უამრავი ხარვეზია, რაც პირველ რიგში, განპირობებულია შემსრულებლების დაბალი დონით!
მიშა
21 ივლისი 2022 11:13
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული