ხვიჩამ ვარჯიშზე გაიტანა და მცირე პრობლემა შეექმნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლიმ" დიმაროდან კასტელ დი სანგროში გადაინაცვლა, სადაც საწვრთნელ შეკრებას გაივლის. სამდღიანი დასვენების შემდეგ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გუნდს დღეში ორჯერადად ავარჯიშებს.

დღეს მოკლე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიამ ორმხრივ თამაშში გოლი გაიტანა, ოსიმენი მეკარესთან პირისპირ ორჯერ გაიყვანა, თუმცა მან შანსები ვერ გამოიყენა.

კვარაცხელიას თამაშის შემდეგ მცირე პრობლემა შეექმნა. მასთან სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა დახმარების გარეშე მალევე წამოდგა და ვარჯიში გააგრძელა.

დღეს დილით ნეაპოლური გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს, საღამოს - დახურულს, 27 ივლისს კი "ადანა დემირსპორს" ამხანაგურ მატჩში შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჟურნალისტები, თქვენ დროა შვებულება აიღოთ თორე უკვე ჩვენ ფეხბურთელებს კერძოთ, ხვიჩას მოაბეზრებთ ხალხს რა ვარჯიში რა გოლი? :)))
გიორგი
12:31 25-07-2022
1
ხო შეიძლება წესიერად დაწერონ სათაურები, მაგალითად ის, რომ თანაგუნდელთან შეჯახების გამო მცირე დისკომფორტი შეექმნა. ხალხი რეებს წერს ფეისბუქზე, თვალი ეცაო, ჯადო აქვსო და რაღაცეებს. არაფერი გვეშველება მოკლედ:))
კარგად არ ჩანდა მაგრამ ყელში მოხვდა სავარაუდოდ იდაყვი ან მკედრში და ცოტა ხანი ვერ ამოისუნთქა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგის მეტი რა მინახავს ფეხბურთში და უარესებიც. სასიამოვნო არაა რათქმაუნდა მარა რა თვალის ცემა...
იცოდეთ, რომ ხალხი ლინკებზე არ გადადის და სტატიებს არ კითხულობს მხოლოდ სათაურებით მსჯელობს და რამოხდება რეალური სათაური რომ დაურთონ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული