"ნაპოლიმ" დიმაროდან კასტელ დი სანგროში გადაინაცვლა, სადაც საწვრთნელ შეკრებას გაივლის. სამდღიანი დასვენების შემდეგ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გუნდს დღეში ორჯერადად ავარჯიშებს.
დღეს მოკლე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიამ ორმხრივ თამაშში გოლი გაიტანა, ოსიმენი მეკარესთან პირისპირ ორჯერ გაიყვანა, თუმცა მან შანსები ვერ გამოიყენა.
კვარაცხელიას თამაშის შემდეგ მცირე პრობლემა შეექმნა. მასთან სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა დახმარების გარეშე მალევე წამოდგა და ვარჯიში გააგრძელა.
დღეს დილით ნეაპოლური გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს, საღამოს - დახურულს, 27 ივლისს კი "ადანა დემირსპორს" ამხანაგურ მატჩში შეხვდება.
კარგად არ ჩანდა მაგრამ ყელში მოხვდა სავარაუდოდ იდაყვი ან მკედრში და ცოტა ხანი ვერ ამოისუნთქა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგის მეტი რა მინახავს ფეხბურთში და უარესებიც. სასიამოვნო არაა რათქმაუნდა მარა რა თვალის ცემა...
იცოდეთ, რომ ხალხი ლინკებზე არ გადადის და სტატიებს არ კითხულობს მხოლოდ სათაურებით მსჯელობს და რამოხდება რეალური სათაური რომ დაურთონ