ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი ნიჭის გამოვლინებას განაგრძობს.
3 შეხვედრის შემდეგ ხვიჩას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ალბათ, სწორედ ასეთ იდეალურ სტარტს უსურვებდა ახალ გუნდში ყოველი ქართველი თავისი ნაკრების ლიდერს.
ამჯერად "კვარამ" თავი საკუთარი ცრუ მოძრაობით წარმოაჩინა, ჩვენებურმა მარიო რუის ფეხებშორის ჩინებული მოძრაობით გაუტარა და დამსწრე საზოგადოების აღტაცებაც გამოიწვია.