წინა მატჩში, თურქულ "ადანა დემირსპორთან" (2:2) ქართველი გარემარბი მეორე ტაიმიდან ჩაერთო და შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა - ირვინგ ლოსანო
მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა. ლუჩანო სპალეტი დარწმუნდებოდა, რომ მარცხნივ რუი-ელმასის წყვილზე უფრო პროდუქტიული და სახიფათო ოლივეირა-კვარაცხელიაა. თანაც, ხვიჩა ფორვარდ ოსიმენთანაც კარგ შეთამაშებას
მალიორკელებს გამოცდილი მექსიკელი მწვრთნელი ხავიერ აგირე წვრთნის, თუმცა განსაკუთრებული შემადგენლობით ვერ დაიკვეხნიან. კვარაცხელიასთან უშუალო დუელი სავარაუდოდ, 25 წლის ესპანელ მცველ პაბლო მაფეოს ექნება.
დღევანდელი შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება. ნეაპოლელები სერია "ა"-ს ახალი სეზონის სასტარტო მატჩამდე (15 აგვისტოს "ვერონასთან" ) კიდევ 2 ესპანურ კლუბს - "ჟირონას" და "ესპანიოლს" შეხვედებიან.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი გუნდის შემადგენლობაში 3 შეხვედრა (თითო ტაიმი) ჩაატარა, სადაც 3 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.
"ძალიან ნიჭიერია და მის ფლანგზე ყოფნა მიხარია" - ოლივეირა კვარაცხელიაზე
"სფფ-სა და ნაკრებში ყველა ბედნიერია, რომ..." - სანიოლი კვარაცხელიას ნამღერს სახალისოდ ეხმაურება