ყველაფერ ამის ხელშემწყობი,
მაგალითად, ზურიკო დავითაშვილის სანაკრებო შეხვედრები რომ ავიღოთ. სანიოლის ხელში ის ძალიან მრავალფეროვანი და საჭირო მოთამაშე გახდა - აკეთებს პრესინგს, მინდვრის ცენტრში ბევრს მუშაობს და შედეგიანიცაა. შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ, რომ ზურიკო საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, დავითაშვილი არანაკლები სიძლიერის გუნდში გადავიდეს, ვიდრე "ნაპოლია", თუმცა ტოპ-ჩემპიონატში გადასვლა უკვე სერიოზული პროგრესია. ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და კარიერის განვითარებისთვის დიდი დრო აქვს. კი, გვსურდა ირაკლი აზაროვი სერია "ა"-ში გვეხილა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში, რომელსაც ხსენებულ ტურნირზე ამ სეზონში თამაშის შანსი აქვს, კარიერის პროგრესული გაგრძელებაა. გულწრფელები რომ ვიყოთ, ინდივიდუალური წარმატებების მიუხედავად, იმ ჩემპიონატიდან და კლუბებიდან მოთამაშის შეძენა, რომლებიც ევროტურნირებზე ერთი ეტაპის გადალახვასავ ვერ ახერხებენ, მაინც რთულად წარმოსადგენია. მაქსიმალისტობა კარგია, თუმცა რეალობიდან გაქცევა გამოსავალი სულაც არაა...
ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც თაობათა ცვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის მნიშვნელოვანი წევრი უნდა გახდეს, ასევე სერია "ა"-ში ითამაშებს. გამოდის, რომ ჩვენებურები ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ლიგებში იასპარეზებენ. უკეთესი იქნება, ამ სიაში ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებიც იყოს, სწორება ამაზე უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობებსა და ხარისხს მხოლოდ კლუბის დონე ვერ განსაზღვრავს და ვილი სანიოლს ამ დეტალებზე დაკვირვება არ გაუჭირდება, თუმცა წარმატების მისაღწევად მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროპის წამყვანი ჩემპიონატების დაწყებას მხოლოდ იმიტომ არ ველოდებით, რომ ის საინტერესოა, არამედ შეგვიძლია ქართველებს ვუგულშემატკივროთ. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგია და უფრო მეტიც უნდა ვცადოთ.
"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ
ექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ესპანურ "ლა ლიგაში"? - სავარაუდო ტრანსფერი
1. Doménech
2. Thierry R.
3. Lato
4. Musah
5. G. Paulista
6. Hugo G.
8. Racic
9. M. Gómez
10. C. Soler
11. S. Castillejo
12. Diakhaby
13. C. Rivero
14. Gayà
16. S. Lino
18. K. Koba Leïn
19. Hugo Duro
20. Foulquier
21. Manu Vallejo
22. Marcos André
24. Cömert
28. Mamardashvili
29. Fran Pérez
32. J. Vázquez
33. Cristhian
35. Yellu
41. Tiago