გაგნიძემ კუთხური ჭკვიანურად ჩააწოდა და მოსკოვის "დინამოს" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და "კრილია სოვეტოვთან" სტუმრად (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად (90 წუთი) პირველად ითამაშა (გააფრთხილეს). ლუკამ მე-13 წუთზე 22 წლის პარაგვაელ მცველს, რობერტო ფერნანდო ურბიეტას გაატანინა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად ჩააწოდა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ვიაჩესლავ გრულევმა დაუსვა.

მოსკოვის "დინამოს", ზენიტის" მსგავსად, 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altგაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება

თუ არა სანაკრებო სანქცია?
მკითხველის კომენტარები / 13 /
ლუკა კარგია და ვფიქრობ ლუკა მოდრიჩის დონეზეც კი მიაღწიოს.ყველა მონაცემები გააჩნია.ტექნიკა,ენერგია,აზროვნება.
დღეს ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია.მოსკოვის დინამოში ტყუილად არავის ათამაშებენ.დიდ წარმატებებს ვუსურვებ
ჯუჯი
06:09 09-08-2022
3
ამ ბიჭის იმედი უნდა გვქონდეს ახლო მომავალში. მისი არჩევანიც მის პროფესიონალურ დამოკიდებულებას აჩვენებს ფეხბურთის მიმართ--სადაც დაპირდნენ სტაბილურ თამაშს იქ გადავიდა, და როგორც ჩანს იმდებს ამართლებს, რადგან დრო თამაშიდან თამაშამდე ეზრდება. ასე რომ მაგარი ნახევარმცველი ეზრდება ნაკრებს, მათავარია ეს დამოკიდებულება არ შეეცვალოს პროფესიის მიმართ. რაც შეეხება მის მაძაგებლებს ესენი როგორც წესი ან ბოტებია ან ხელმოცარული ბოჭმიანები და მსგავსი არაკეთილმოსურნეები. ამათ ყურადრებაც არ უნდა მიაქციოს არც ლუკამ, არც ჩვენ.
გიორგი
17:34 08-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული