"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
რომელი ვარსკვლავი ეგაა და რას ელით ამ უძაღლო ქვეყანაში საერთოდ ბურთს ფეხს რომ მოარტყამენ ვარსკვლავებად რომ წერთ! აგერ ნახავთ ამდენა ლაქლაქის მერე დუბლებში თუ არ დატოვონ!
Gio
09 აგვისტო 2022 17:48
36
აი კაროჩე რას ვერ ვხვდები იცი? ეგეთი ბიღმიანები რატო უნდა იყოთ. თქვენ ხოარ გართმევთ რამეს თავისას აწვება და თავისი შრომით აღწევს ყველაფერს. ესეც , ხვიჩაც და კიდე ბევრი ჩვენი მაგარი ბიჭი და ან უგულშემატკივრედ თქვენი ქვეყნის შვილებს და გეამაყებოდეთ მაგათი წარმატება ან თუ არ შეგიძლიათ და ბოღმით კვდებით თავი დაანებეთ და ცუდს მაინც ნუ უსურვებთ
Sandro
09 აგვისტო 2022 21:07
1
ამ კაცის წლების განმავლობაში ნაჩერჩეტალიდან, პირვეად დავინახე სიმართლის კვალი. არც ისეთი უსახელოა საქართველოს ნაკრები, რომ მისი ძირითადის წევრო, ორი ქათმის ფასად გაიყიდოს.
ჟორა
10 აგვისტო 2022 18:35
2
ვეთანხმები!!
!!
10 აგვისტო 2022 17:24
1
100%
fan1
10 აგვისტო 2022 13:09
2
ტრაპიზონიდან ქონდა მოწვევა?
რეზო
09 აგვისტო 2022 23:53
0
რამდენი გულშემატკივარი ყოლია ფეხბურთს ? მარტო ვაშა ვაშა არ უშველი მით უმეტეს თუ პოლიტიკაში ხარ
გია
10 აგვისტო 2022 00:11
2
katami gakatamebula sakatameshi chakatamebula:))))
სანდრო
25 აგვისტო 2022 16:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული