ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლოჩოშვილთან ერთად შესაძლოა, "კრემონეზეში" კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს

AutoSharing Option
17 წლის ცენტრალური ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე "კრემონეზემ" დააწინაურა და ჩვენებური გუნდის პრიმავერაში იასპარეზებს.

ამის გათვალისწინებით, თუ სერია A-ს ახალწვეულთა კლუბის მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, რომ ის ძირითად გუნდში გამოიყენოს, შესაძლოა, კალჩოში მომავალ სეზონში მესამე ქართველმაც იასპარეზოს.

ლორთქიფანიძე "კრემონეზეს" აღზრდილია და ამ გუნდში სხვადასხვა ასაკრობრივ ჯგუფში თამაშობდა. ის საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრების წევრია.

მოგეხსენებათ, "კრემონეზეში" რამდენიმე დღის წინ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილიც ჩაირიცხა.