ლოჩოშვილს ორი თურქული ვარიანტიდან ერთი ჩაეშალა - საქართველოს ნაკრების მცველს მსურველი იტალიიდანაც ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრემონეზეს" 26 წლის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი შეიცვალოს.

რამდენიმე დღის წინ თურქულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენებურის დამატებით ორი სუპერ ლიგის კლუბი "გაზიენთეფი" და "რიზესპორი" იყვნენ დაინტერესებულნი.

დღეს კი "რიზესპორის" ტექნიკურმა დირექტორმა სელჩუკ ინანმა თქვა, რომ ლოჩოშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეჩერებულია და გუნდი სხვა ვარიანტებზე გადაერთო, რადგან "კრემონეზესთან" ვერ მოილაპარაკეს.

იტალიურ მედიაში იწერება, რომ ლუკას საკუთარ რიგებში ხილვა იტალიის სერია B-ს კიდევ ერთ წევრს "მოდენასაც" სურს და საქმეში ჩართვას გეგმავს.

მოკლედ, ლოჩოშვილს ახლა
ორი ვარიანტი დარჩა. თურქეთში მისით დაინტერესებული "გაზიენთეფია", იტალიაში კი "მოდენა".
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ არ ვწერ ხოლმე,მაგრამ ეხლა თავს ვალდებულად ვთვლი დავწერო. მიქაუტაძეს ლოჩოშვილს გოგლიჩიძეს და კიდრვ სხვებს,ეპატიჟებიან თურქეთში. თურქები ამათ სკამზე დასვამენ და გააფუჭებენ. სათამაშო დროსაც არ მისცემენ. მითუმეტეს გაისად მაგათთან ვთამაშობთ და ამოაგდებენ ფორმიდან. ევროპის ჭ კლასი სჯობია თურქულ ლიგას.
gela
21:11 05-01-2025
1
Italiidan gaziantepshi gadasvla araa kargi,jobia darches seria B-shi da modenashi gadavides
L.J .
19:20 05-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული