ბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და ბუდუ ზივძივაძემ ისევ გამოიჩინა თავი.

"სლოვანი" მოსტარში "ზრინსკისთან" 0:1 დამარცხდა. ბრატისლაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, გიორგი ჩაკვეტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს "სლოვანის" შემტევი ტიგრან ბარსეგიანი, 89-ე წუთზე კი ბოსნიელებმა გოლი გაიტანეს.

"ფეჰერვარმა" მოულოდნელად სტუმრად "კიოლნი" 2:1 დაამარცხა, რომელიც მე-20 წუთზე კაცნაკლული დარჩა. სტუმართა გუნდში მწვრთნელმა მიხაელ ბორისმა ტრავმირებული კენან კოდროს ნაცვლად სასტარტოში
ბუდუ ზივზივაძე დააყენა და რა თქმა უნდა, მან გაიტანა - 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 85-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+4-ეზე კი შეცვალეს. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 8 შეხვედრაში 7 გოლია. გამარჯვების გოლი მე-40 წუთზე დარდაიმ ბუდუს პასით გაიტანა.


"რაკუვმა" საკუთარ მოედანზე პრაღის "სლავიას" 2:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ვაკო გვილიამ.

"ლეხმა" სახლში" 2:0 სძლია "დუდელანჟს". მასპინძელთა გუნდში 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 67-ეზე გიორგი წიტაიშვილი.

"ჟილ ვისენტე" გასვლაზე" 0:4 განადგურდა "ალკმაართან". პორტუგალიელთა რიგებში 61-ე წუთამდე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ.

"შკუპი" სკოპიეში ფრეს (1:1) დასჯერდა "ბალკანისთან". ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "აპოლონი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 1:1. კვიპროსული გუნდის განაცხადში არ იყო რევაზ ინჯგია.

საპასუხო შეხვედრები 25 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
Midi budu ne zabudu
Fanklub Georgia
20 აგვისტო 2022 19:26
0
ბუდუ მზად არის ტოპ 5-ში სათამაშოდ. წესით ასეც უნდა მოხდეს თუ არ მოუკლო. ადრეც ვწერდი და გავიმეორებ ცენტრფორვარდებზე მოთხოვნა გაზრდილია და ესეც ზრდის მის შანსებს. მთავარია არ მოუკლოს, ტრამვების გადაურჩეს და არასახარბიელო ვარიანტებს არ დათანხმდეს.
არტ
19 აგვისტო 2022 22:47
0
რა ქნას მეტი ბუდუმ რომ მაგარ გუნდში გადავიდეს რა უნდათ ამ კაცისგან მეტი, ნაკრებშიც ეგ და ჟორჟი ფორვარდის პრობლემა აღარ გვაქვს
გიო
19 აგვისტო 2022 19:35
0
ავტორ, საგოლე პასიც ბუდუს გაუკეთებია და რატო არ ახსენე, თუ სიურპრიზად შეგვინახე?! :)
ტარიელ მაღალდაძე
19 აგვისტო 2022 15:48
1
მე მგონი ბუდუს გაშვებას, რომ ფიქროს ფეჰერვარია, ეს უმედურობით კი არაა გამოწვეული, არამედ იმით, რომ ხედავენ ბუდუ მაგარ ფორმაში, მარა ახალგაზრდაც არ ეთქმის 28 წლისაა და ფიქრობენ, რომ იქნებ მოახერხონ და იგი სარფიანად გაყიდონ, ჩვეულებრივი ბიზნესია რა, ფეჰერვარის დარი გუნდები ხომ ამით ირჩენენ თავს. თან ეშინიათ 1-2 წელიწადში რაც 30-ს გადასცდება იქნებ ბუდუ ასეთ ფორმაში არ იყოს და მერე აღარავინ წაიყვანსო.
ტტტ
19 აგვისტო 2022 14:19
2
ქართული ფეხბურთია დაბლა თამაში. თუ ოდესმე ქართველებს რამე გამოგვდიოდა ფეხბურთში ეს დაბლა, მოკლე გადაცემებით, საჭირო დროს ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე მიიღწეოდა. ასეთ დრო ყოველთვის აუცილებელია ფორვარდი რომელსაც აქვს ე წ გოლის ალღო. ტიპი რომელიც სწორად არჩევს პოზიციას და შეუძლია ბოლო შეხების შესრულება. ოქროს თაობის დინამოში ასეთი რამაზ შენგელია იყო და იმ პირობებში როდესაც ფლანგებიდან დარასელია და გუცაევი ხოლო ცენტრიდან დათო ყიფიანი გიასისტებენ ყველა ვარიანტში ბევრი საგოლე მომენტი იქმნება მაგრამ რამაზისნაირი ბოლო შეხების ოსტატის გარეშე ის შედეგები ალბათ რთული მისაღწევი იქნებოდა!
დღეს როცა ფლანგებიდან ხვიჩა, წიტა და ზურიკო ხოლო ცენტრიდან ჩაკვე გაძლევს პასს ზუსტად ბუდუსნაირი გვინდა საჯსრიმოში! კი ჟორჟიც ძალიან კარგი ბიჭია და განსხვავებული მონსცემები აქვს მაგრამ როდესაც აბოიმაში ბუდუსნაირი კოზირი გაქვს მაგარია!
Zaza
19 აგვისტო 2022 14:12
2
ბუდუ-გოლი!
***
19 აგვისტო 2022 13:43
0
ეს უკვე მართლაც დონეა როდესაც "კიოლნს" გაუტან, თანაც მის მოედანზე. მართლაც იმსახურებს ბუდუ უკეთეს ლიგას და უკეთეს კლუბს (მე პირადად, დასაწყისისთვის ბუნდესლიგაში მსურს ვიხილო). მოკლედ, უნგრეთშიც გაუტანოს "კიოლნს" და მერე მართლაც ვიტყვი იმ რუსულ ფრაზას, წარსულში რომ იყენებდნენ "მოძველბიჭო ელემენტები": 'ბლია* ბუდუ, ნი ზა-ბუდუ" :)
ტყეშელაანთ გიჟი
19 აგვისტო 2022 13:26
1
ყოჩაღ ბუდუ
ასდასდ
19 აგვისტო 2022 12:46
0
ვაკო შედის ფორმაში ტრავმის მერე და მოიკიდა ფეხი ძირითადში, კვეკვემ და წითაიშვილმაც კარგათ ითამაშეს ! წარმატებები ჩვენ ბიჭებს განმეორებით თამაშებში ვუსრვოთ !
გიორგი ვარშავიდან
19 აგვისტო 2022 11:50
1

სიახლეები პოპულარული