"გავიმარჯვებთ და უკრაინელი ხალხი უკეთესად იცხოვრებს" - "გაგრას" ახალწვეული ლეგიონერი

AutoSharing Option
ოლექსანდრ ვორობეი, – უკრაინელი მეკარე ლვოვიდან. „გაგრამ“ მასთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საქართველოში ჩამოსვლამდე ფეხბურთელი უკრაინის პირველი ლიგის კლუბ „ალიანსში“ თამაშობდა. ის გუნდს საფრანგეთიდან შემოუერთდა.

– ოლექსანდრ, როგორ მოხვდი საქართველოში?
– „გაგრას“ პრეზიდენტი ბატონი ბესო ჩიხრაძე ჩემს აგენტს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლა შემომთავაზა. მე ბევრი არ მიფიქრია და წინადადებას სიხარულით დავთანხმდი.

– შენს კარიერაზე რას გვეტყვი?
– ომის დაწყებამდე ვთამაშობდი უკრაინის პირველი ლიგის კლუბში „ალიანსი“. როცა ჩემ ქვეყანაში ომი დაიწყო, მე გუნდთან ერთად თურქეთში, შეკრებაზე ვიყავი.
სამშობლოში აღარ დავბრუნებულვართ. იქიდან პირდაპირ საფრანგეთში წავედი და პარიზში დავბინავდი. დაბინავებაში დამეხმარა პარიზული კლუბის „ფკ პუასოს“ პრეზიდენტი, რომელსაც უკრაინული ფესვები აქვს. მან ყველა პირობა შეგვიქმნა და შემოგვთავაზა, ფორმის შესანარჩუნებლად, კლუბთან ერთად ვარჯიში. ასე აღმოვჩნდი პარიზში. მოგეხსენებათ, მაშინ უკრაინის ჩემპიონატი არ მიმდინარეობდა და ასეთი შემოთავაზება ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

– უკრაინაში ნათესავები გყავს, როგორია მათი მდგომარეობა?
– წარმოშობით ლვოვიდან ვარ. იქ მშობლები მყავს. ამჟამად, კარგად არიან. ბევრი მეგობარი მყავს ხარკოვში. ჩემი გუნდის მეკარეების მწვრთნელი, ამჟამად იბრძვის. მინდა მას და ყველა მებრძოლს მოთმინება და გამძლეობა ვუსურვო. მსურს ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და უკრაინელი ხალხი უკეთესად იცხოვრებს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა.

– საქართველოში თავს როგორ გრძნობ?
– თქვენს ქვეყანაში პირველად ვარ. ბევრი მსმენია მასზე. ვიცი, რომ ამაყი ხალხის, ლამაზი ქვეყანაა და ბევრი კარგი ადგილია დასათვალიერებლად. სამწუხაროდ, ჯერ დათვალიერება ვერ მოვასწარი. ვერც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს მოვუსინჯე გემო, მაგრამ მჯერა, ყველაფერი წინაა.

– გუნდში როგრ მიგიღეს?
– ძალიან თბილად მიმიღეს. პირველი დღიდანვე. კარგი ატმოსფეროა. ბიჭები მეგობრულად მექცევიან. ჯერ სასტუმროში ვიყავი, ამჟამად ბინაზე ვარ, კლუბმა მიქირავა. საყოფაცხოვრებო პრობლემები არ მაწუხებს.

– თანაგუნდელებზე რას იტყვი?
– დიდი ხანი არ არის, რაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. კარგი სამწვრთნელო შტაბით. ეს ვარჯიშებზე ჩანს. არიან ლეგიონერებიც. ვფიქრობ, კარგი ნაზავი გამოვა და ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით. ვიცი, რომ წელს კლუბის მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მეც ვეცდები, გუნდს ეროვნულ ლიგაში დამკვიდრებაში დავეხმარო.

fcgagra.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
Я тебя люблю олекс. Ты герой Грузии
Gio kakaladze
00:27 20-08-2022
10
ბესო შიოშვილი
00:07 20-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული