საბამ თურქეთს ნაკრების მცველი ევრენ ელმალი მეორე ტაიმში ძალიან ეფექტური ფინტით მოატყუა... სამწუხაროდ, ქართველმა მომენტი ვერ დაასრულა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოცდილმა ვიქტორ ჰიუგომ დააზღვია, რომელსაც 4 წლის წინ ბრაზილიის ნაკრებშიც იძახებდნენ...
საბას გუნდი მეორე ტურის შეხვედრას დღეს, "გაზიანტეპის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
სუპერსაბას სუპერგოლი - ლობჟანიძე თურქული გრანდების რისხვაა [VIDEO]