თავდაპირველად "ფილადელფია" დაწინაურდა, თუმცა "ატლანტას" ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ თავით ანგარიში გაათანაბრა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
შეგახსენებთ, ლობჟანიძემ ორი ტურის წინ თავი მაიამის "ინტერთანაც" გამოიჩინა.
საბამ "ატლანტა იუნაიტედის" მაისურით მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 8 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია, მისი გუნდი MLS-ის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
საბა ლობჟანიძემ "დისი იუნაიტედს" შესანიშნავი გოლი გაუტანა [VIDEO]