ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს - "კოპენჰაგენმა" ტრაბზონში მძიმე გამოცდას გაუძლო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" გასვლაზე "ტრაბზონსპორს" დაუზავდა და ორი შეხვედრის ჯამში გაიმარჯვა.

„კოპენჰაგენი“ სახლში „ტრაბზონსპორის“ 2:1 დამარცხების შემდეგ პირთამდე სავსე შენოლ გიუნეშის სახელობის 41 513-იან სტადიონზე მთელი 90 წუთი დაცვაში უნარიანად იდგა და ნულოვან ფრეს მიაღწია. დანიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ და მალე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.

„რეინჯერსი“ პირველ შეხვედრაში გლაზგოში პსვ-სთან ფრეს (2:2) დასჯერდა, ეინდჰოვენში 1:0 იმარჯვა
და მიზანს უწია.

ამ წუთებში ზაგრების "დინამოსა" და "ბოდო გლიმტის" შეხვედრის დამატებითი დრო მიმდინარეობს და ბოლო მონაწილეც გაირკვევა.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მომენტები ვნახე და ძალიან კარგად ითამაშა ხოჭოლავამ
გიონატ
11:28 25-08-2022
0
ჯარგია
დასავლეთს უნდა ომი
08:53 25-08-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული