„კოპენჰაგენი“ სახლში „ტრაბზონსპორის“ 2:1 დამარცხების შემდეგ პირთამდე სავსე შენოლ გიუნეშის სახელობის 41 513-იან სტადიონზე მთელი 90 წუთი დაცვაში უნარიანად იდგა და ნულოვან ფრეს მიაღწია. დანიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ და მალე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.
„რეინჯერსი“ პირველ შეხვედრაში გლაზგოში პსვ-სთან ფრეს (2:2) დასჯერდა, ეინდჰოვენში 1:0 იმარჯვა
ამ წუთებში ზაგრების "დინამოსა" და "ბოდო გლიმტის" შეხვედრის დამატებითი დრო მიმდინარეობს და ბოლო მონაწილეც გაირკვევა.
ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება.