სერია A-ს მეხუთე ტურში სტუმრად "ლაციოს" 2:1 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გამარჯვების გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
"ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მეტოქის თამაში შევისწავლეთ და ბიჭებმა აჩვენეს, როგორ უნდა წარემართათ შეხვედრა. გარკვეული მომენტების გარდა ძალიან კარგები ვიყავით, როდესაც ბურთს ბანალურ სიტუაციაში ვკარგავდით.
კიმი და კვარა - ეს ორი გამორჩეული ბიჭია, რომელთაც ასევე ადვილი მემკვიდრეობა არ ერგოთ. სკაუტთა სამსახურს ასეთი ხარისხიანი ფეხბურთელების აღმოჩენისთვის მადლობას ვუხდი.

კვარა ცოტა მოკრძალებული ბიჭია, თავშეკავებულად მოჩანს, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის, ყველაფრის დემონსტრირებას ახდენს -
მებრძოლ ხასიათს და პირველ რიგში ტალანტს.
ოთხშაბათს "ლივერპულს" ვხვდებით და დღევანდელ გამარჯვებაზე ფიქრის დრო არ გვაქვს, თუმცა ევროპული გზის დაწყება საინტერესოა. ჩვენ გვაქვს სწორი მიდგომა, რათა საერთაშორისო დონის კლუბებს ვეთამაშოთ. ყველასთან შანსების რეალიზაციისთვის ინდივიდუალიზმის გამოვლინება გვჭირდება".