კვარაცხელია ქართველ ემიგრანტებს პოსტს უძღვნის

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"მოგესალმებით, ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობის კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების
ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა ! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში - ხვიჩა კვარაცხელია."

შეგახსენებთ, კვარაცხელიას სერია "ა"-ში უკვე 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს, უახლოესი გამოცდა კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 7 სექტემბერს, შინ "ლივერპულთან" ელის.

altხვიჩამ პოზიტივი შემოიტანა - აღფრთოვანება და იტალიელების შედარება მარადონასთან

მკითხველის კომენტარები / 21 /
საქართველოში ყველაზე კარგი და დადებითი რაც ბოლო დროს მომხდარა, ამ ბიჭის გამოჩენა და არსებობაა.
ჩემი ოცნებაა ამ ქვეყანაში ხალხი ისე განვითარდეს, რომ ქოცები და ნაცები და პარტიული ინტერესები ამ ბიჭის ირგვლივ ნახსენები არ იყოს საერთოდ. ძალინ მაღლა დგას ამ ყველაფრისთვის.
ძალიან დამღლელია ყოველი მისი მაგარი თამაშის მერე ბანძი პარტიული პოსტები რომ იდება და მერე ერთმანეთის ჭამა მიდის.
აგერ ემიგრანტებზე დაპოსტა ამ ბიჭმა, ყველაზე უწყინარი და სამადლობელი პოსტი, და იქაც ქოც-ნაცური ნარატივები დაუკომენტარეს.
ამიტომაც ყველა ქართულ გვერდს და ტელევიზიას ანლაიქი გავუკეთე, ახლა მხოლოდ უცხოური პრესისგან გავიგებ კვარაზე ინფორმაციებს და ნერვები მაინც აღარ მომეშლება ვახო და ეგეთებზე :))))
ამ საიტზე მაინც დავრჩი, იმიტომ რომ შედარებით ნორმალური ხალხი აკომენტარებს.
მთლად ფეისბუქივით ფსკერი არაა :დ
Winter
02:56 05-09-2022
1
გახსოვდეთ ნეაპოლში სასტიკად წამებით მოკლული გენიალური ქართველი მხატვარი ქალი თამარ მოდებაძე.+
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული