ყველანი ეკრანებთან - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას "ლივერპულთან" იწყებს!

AutoSharing Option
6 სექტემბერს სტარტი უეფას ყველაზე პრესტიჟულმა საკლუბო ტურნირმა, ჩემპიონთა ლიგამ აიღო. ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება დღევანდელი დღისკენაა მიმართული, როცა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლივერპულთან" საშინაო დაპირისპირებას (23:00 სთ) ჩაატარებს.

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი იმ ფეხბურთელებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ამა თუ იმ გუნდში ახლა საუკეთესო ფორმაში არიან. "ნაპოლის" შემთხვევაში ასეთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. რაც შეეხება "ლივერპულს" - კოლუმბიელმა ლუის დიასმა პრემიერლიგის 6 ტურში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში მშვენივრად გაიცნეს,
თუმცა ჩემპიონთა ლიგისთვის ის ჯერ მაინც უცნობია. ქართველ შემტევს შეუძლია მთელი ევროპა მალევე აალაპარაკოს. ხვიჩა განსაკუთრებით არ უნდა დავძაბოთ და გოლი ან საგოლე პასი ყოველ შეხვედრაში, პირდაპირი მნიშვნელობით, არ მოვითხოვოთ.

ვინც "ლივერპულის" ბოლო მატჩებს თვალი მიადევნა, შეამჩნევდა, რომ მათი მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი იდეალურ ფორმაში არაა. 23 წლის ინგლისელი შეტევაში ჩართვის მოყვარულია და "კვარას" ამ მომენტის გამოყენება შეუძლია. ჯერჯერობით ვერც გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი ბრწყინავს, თუმცა ის ყოველთვის ძალიან სახიფათოა.

Sportall.Ge

"სტადიო მარადონაზე" გასამართ შეხვედრაში მასპინძელთა სასტარტოს წევრად მიჩნეული შემტევებიდან, შესაძლოა, მხოლოდ კვარაცხელიამ ითამაშოს. მექსიკელი ირვინგ ლოსანოს სახის ტრავმა "ლაციოსთან" მატჩისას ვნახეთ. ის ახლა თავს კარგად გრძნობს, ვიკტორ ოსიმენს კი კუნთების პრობლემა შეექმნა. სასტარტოში მატეო პოლიტანოს, ფორვარდის პოზიციაზე კი ჯოვანი სიმეონეს ელიან. შეხვედრას ესპანელი არბიტრი დელ სერო განსჯის. შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში ამსტერდამის "აიაქსი" და შოტლანდიური "რეინჯერსიც" გამოდიან.

"შენ მარტო არ ხარ და არასდროს იქნები, ჯოჯოხეთი ჩვენ ვართ" - წერს Napoli24. ლივერპულელებს გულშემატკივრობით ვერავინ გააკვირვებთ, თუმცა ნეაპოლშიც მშვენიერ გარემოსა და საფეხბურთო საღამოს ველით, სადაც "წითლებმა" უკანასკნელი ორი სტუმრობა ისე წააგო, გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის იურგენ კლოპთან საინტერესო დაპირისპირება ელის. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე "რომა", "ინტერი" და "ზენიტი" გაუწვრთნია, რომაულ კლუბში "ლივერპულის" ორ წამყვან ფეხბურთელს, მეკარე ალისონსა და მოჰამედ სალაჰს ავარჯიშებდა. 

საღამოს ყველანი ეკრანებთან ვართ - ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე იწყებს!

altკვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!

altკვარაცხელია "ლივერპულით" იწყებს - კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 18 /
რტლი ტამაში იკნედა,ლივერჰული ფორმაში არ არის ჯერ მაგრამ ფრტხილად უნდა იხვნენ,მაინც ვფიკრობ ნაჰოლი მოიგებს 2-1 ან 1-0.კვარა დხეს გაიბრცხინებს იმენა აიცხვიტავს და გოლი ტუ გაიტანა აი მაშინ ნახავტ რამბავი მოხვება მტელი საფეხბურტო სამხარო კვარაზე ილაჰარაკებს,კვარა კლოჰი უნდა გაშტერო დხეს,ხველას გვჯერა რო ეგრე იკნება მტელი მოსკოველი კარტველები შენტან ვარტ,ხმერტს მაგას ვტხოვ რო გოლი გაგატანიოს ხმერტი და ცმინდა გიორგი გფარავდეს.
Москва
19:12 07-09-2022
0
მაგარი ღადაობა იქნება ზამენაზე რო დაიწყოს ხვიჩამ
Semi
18:56 07-09-2022
15

სიახლეები პოპულარული