"სერია A-ს 4 ვარსკვლავი, რომლებიც შესაძლოა ინგლისური კლუბებისთვის სარეკორდო შენაძენები გახდნენ" - უცხოური გამოცემის სტატია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მაისურით ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს. ქართველი სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტები უდიდეს მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

უცხოური გამოცემა Footballtransfers.com-ი სტატიაში წერს სერია A-ს 4 ვარსკვლავის შესახებ, რომლებიც შესაძლოა პრემიერლიგური კლუბებისთვის 100-მილიონიანი შენაძენები გახდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

"ნაპოლის" კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით ნამდვილი ვარსკვლავები ჰყავს. ხვიჩამ სადებიუტო მატჩებში დიდი ფურორი მოახდინა და სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველი "ლივერპულთან" ბრწყინვალე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. სწრაფი, ტექნიკური, ორივე ფეხით კარგად მოთამაშე, უშიშარი, ძლიერი დარტყმით
- "კვარადონას" არსენალში ყველაფერი აქვს " - წერს გამოცემა.

ასევე სიაში მოხვდნენ: დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი"), ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი"), რაფაელ ლეაო ("მილანი").

alt"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსსაც", თუმცა... - კახა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

altრა ვნახეთ და რისი ნახვა გვსურს კვარაცხელიასა და "ნაპოლის" თამაშში

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი ქინქლაძე ინგლისური კლუბის ლეგენდა გახდა!!!!!
rigiti
13 სექტემბერი 2022 19:47
0
საერთოდ არ ივარგებს ინგლისის პრემიერლიგა ხვიჩასთვის...
ლაშა
13 სექტემბერი 2022 13:43
5
რეალში?
ჯერ არ გვინდა, სამი წლის მერე
თენგო
13 სექტემბერი 2022 13:03
0
ძაან კარგ ადგილას არის აცადეთ ამ ბიჭს თამაში როცა დრო მოვა წავა ეხლა სადაც არის იქ ითამაშოს ტვინს ნუ უბურღავთ
თაზო
13 სექტემბერი 2022 12:32
1
კვარასთვის სამხრეთული ქვეყნები მირჩევნია. რეალის ფანი ვარ და რეალში კვარას გადასვლა.. არ ვიცი, სასწაული იქნება, რომელიც მე ვთვლი რომ მაინც რეალურია. მაგრამ აგერ ასენსიო, აზარი, ბეილი (თავის დროზე) ვერ ხვდებიან ძირითადში.. მაგრამ კვარას შეუძლია! ჰოდა გაგვახარე!
ქუთაისელი
12 სექტემბერი 2022 16:13
4
100%-იანი ხარ. ტექნიკური ფეხბურთელებისთვის ესპანეთი ან იტალიაა ზედგამოჭრილი და არა ინგლისი!
ლაშა
12 სექტემბერი 2022 20:28
0
ეს "სვისტუნია" ვახო სანაია, რომ არ ისვენებს და არ გვასვენებს? ხვიჩაზე ჩაციკლულია, გინდა თუ არაო, რატომ არ იძახის რუსეთზეო, რომ ოკუპანტიაო. ჯერ ესეთი შენ ვინ ხარ , ვის დაკარგვიხარ ხვიჩას, რომ ამუნათებ? ხვიჩამ რუბინში დაიწყო თავისი საფეხბურთო "აღმასვლა" (ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რუბინი ყაზანური გუნდიაო, ტერიტორიულად მაინც რუსეთის გუნდია) და დაუფასდა კიდევაც, აქედან გამომდინარე ხვიჩას იმდენი შეგნება და ტაქტი გააჩნია, რომ უმადური არ უნდა იყოს, თუნდაც სლუცკის მიმართ, რომ ხმამაღლა იყვიროს და გულში ხელები იბრახუნოს " რუსეთი ასე და ისეო! ისე, რომ ვახო სანაია, სანამ დროა, დააყე ერთი ადგილი!
მერე გიკვირთ ხალხს, ასე რატომ ვეჯავრებითო!




გია
12 სექტემბერი 2022 14:54
40
სანაიას ვიღაცამ შთაააგონა , პოლიტიკოსი ხარო, ჰოოდა აქტუალურობის შესაძენად ყველაზე პოპულარულ თემას ეტმასნება ცნობადობის ასამაღლებლად და მისი ჭკუით არასტანდარტული მიდგომით , ანუ საზოგაო გაბატონებული აზრისაგან განსხვავებული ხედვა აქვს, ანუ სვეტ ნა ნიომ კლინომ საშიოლსია ! ეგარი და გორი ციხე ,პუსტოე მესტო, როგორც ყველა ნაცი , ესეც გნაცი !
ალექს
13 სექტემბერი 2022 06:17
1
10000000%-იანი.
გიას.
12 სექტემბერი 2022 17:31
2
ხვიჩამ თუ ასე გააგრძელა, მომავალ ზაფხულს მისი ფასი მინიმუმ 60-70 მილიონი გახდება. მიაწექი ხვიჩა, ღმერთი შენკენ!
ალექსა
12 სექტემბერი 2022 14:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული