"სლოვანი" ერევანში დამარცხდა - კაშიამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „პიუნიკთან“ 0:2 დამარცხდა.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

„სლოვანი“ H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად ლიდერ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
პიუნიკი - სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 დაშიანი (35), 2:0 ოტუბანჯო (36)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვინც ნეგატიურ კომენტარს წერს მე იმ ხალხის მესმის აქ არავინ არ არის ჩაკვეტაძის მტერი პირიქით მისი ათამაშება ყველას გაგვიხარდება უბრალოდ დრო გადის ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომელშიც ასაკს დიდ მნიშვნელობა აქვს. გასაგებია ტრამვა დიდი დრო გაუცდა ბევრი გადაიტანა, მაგრამ ტრამვის შემდეგ რაც დაბრუნდა საკმაო ხანი გავიდა და უკვე დროა რაღაცაა გააკეთოს მოედანზე, შედეგი დადოს იმიტომ ,რომ შარშან ზაფხულში დაიწყო გენტში მერე გადავიდა დღეს გენტზე დაბალი დონის ჰამბურგში, რომელიც რათქმაუნდა სახელიანი გუნდია, მაგრამ დღეს მე 2 ბუნდესლიგას თამაშობს და იქაც ვერაფერს ვერ აკეთებს.ხოლო წელს უკვე ამ ჰამბურგზე დაბალი კლასის სლოვანშია ვხდედავთ რომ ტენდენცია არის უფრო და უფრო დაბალ დონეზე ჩამოსვლის რაზეც გვწყდება გული რაც დაემართა ლევან ყენიას და ბოლოს სადაც დამთავრა კარიერა კი ვიცით და მის გზას არის დამდგარი ჩაკვეტაძეც სამწუხაროდ და მისი თამაშის ხარისხი და დონე არ უმჯობესდება არსად დიდ წილად ისევ იმ ფეხბურთს თამაშობს რასაც თამაშობდა 6 თვის წინ ერთეული გამონაკლისებისა ზუსტად ეს ევროტურნირებია ის შანსი რომელიც უნდა გამოიყენოს ჩაკვეტაძემ ამ ტურნირზე უნდა ჩადოს ყველაფერი რომ კვალვ მოხვდეს რადარებზე შეიძლება სლოვაკეთის შიდა ლიგაში თავი არ მოიკლას მაგრამ აქ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს თორემ ასე თუ გაგრძელა გავა კიდე 1-2 წელი და ბოლოს მჭედლიძესა და არაბიძესავით აღმოჩნდება ეროვნულ ლიგაში და ამით დამთავრდება მისი კარიერა ამის ტენდენცია რომ ჩანს და ეს რომ არ გვინდა იმიტომ მოვითხოვთ ამ ბიჭისგან მაქსიმუმ.
ბუდუ ზვივზვივაძე არის მაგალითი დღეს ეს ბიჭი დაფრინავს გოლი გოლზე გაქვს მაგრამ კარგი გუნდი მისით უკვე ნაკლებად დაინტერესდება რადგან 29 წლის არის და ამ ასაკის ფეხბურთელს თუ ვარსკვავლი და ტოპი არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდების უმეტესობა არ დაიმატებს რადგან ყველა გუნდი ეძებს ფეხბურთელს გრძელ ვადიან პერსპექტივაში და თან არავის აქვს გარანტია რომ მომავალ წელს ასაკიანი ფეხბურთელი ისევ ასე ითამაშებს ბუდუ დღეს რომ იყოს 21-22 წლის დარწმუნებული ვარ რომ ბევრი კარგი გუნდი იქნებოდა მისით დაიტერესებული მაგრამ სამწუხაროდ გვიან გაიხსნა და ჩაკვეტაძეს აქვს კიდე დრო და ეს დრო არ უნდა გაფლანგოს უნდა დადოს მაქსიმუმი მას ეს შეუძლია.
ზაური
17 სექტემბერი 2022 03:34
0
სლოვაკეთის ჩემპიონატი არის საქართველოს ჩემპიონატის დონე რაიმე დიდის სხვაობა კიარ არის იქ კი დაფრინავს სლოვანი მაგრამ ევროტურნირებზე გამოჩნდა რომ ძალიან დაბალი დონის გუნდია რომ არაა ბათუმის დინამოს ბარიერის დაძლევა ეს გუნდი დიდი ალბათობით დიდი ხნის წინ გამოეთიშებოდა ამ ტურნირს ძალიან დაბალი კლასის გუნდია მე რასაც ვუყურებ ამ კლუბში ნამდვილად გამორჩეულია ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია კარგი პასი აქვს დრიბლინგი ყველაფერი მაგრამ აი სისწრაფეზე თამაში და გამწვავება უჭირს ამ კომპონენტებში აქვს საკმაოდ მოკლებული ამის აღდგენაც სავსებით შესაძლებელია უბრალოდ დრო სჭირდება რაც შეეხება სტატისტიკას გოლი+პასი მთავარია ერთი-ორი გაიტანოს და მერე ამ მხრივაც გაიხსნება წარმატებას ვუსურვებ იმედი მაქვს ახალწლამდე ფორმაში შევა.
სიმართლე
16 სექტემბერი 2022 13:22
1
სლოვანი რა გუნდიცაა კი ვიცით-შემთხვევით გადალახა ბათუმის ბარიერი,მაგრამ არ მეგონა როლ სომხური პიუნიკის შემშურდებოდა,ისეთი გამართული და სოლიდური ფეხბურთი ითამაშა. აქ რომ წერთ ლეგიონერების ხარჯზე გავიდნენო ჯგუფურ ეტაპზეო..საინტერესოა ჩვენ გუნდებს ვინ უშლის შედარებით ძლიერი უცხოელების ჩამოყვანას,პირიქით სოლიდურ დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან. კიდევ...კვარას ნაპოლში გადასვლის შემდეგ თითქმის მთელი საქართველო ლამის ამ იტალიური გუნდის ფანი რომ გახდა, როგორ გგონიათ რამდენი იტალიელი იყო მის ძირითად შემადგენლობაში რეიჯენსთან?--3--
დრაივა
16 სექტემბერი 2022 12:43
0
ჩაკვე.რა ჭირს ამ ბიჭს ძველი ჩაკვეს ლანდია დარჩენილი სამწუხაროდ ვძალიან სუსტად ითამაშა გუშინ.სხვასთან ვიღასთან უნდა ითამაშოს შემტევ ნახევარმცველს გოლი არ აქვს გატანილი.სამწუხაროა.
ლევანი
16 სექტემბერი 2022 11:11
1
ჩაკვე სლოვანში 20 თამაში 0 გოლი, 0 პასი, ჩაკვე ჰამბურგში 11 თამაში 1 გოლი რიკოშეტით, 0 პასი, ჩაკვე გენტში 3 წელი 3 გოლი.არივედერჩი დეარ!
წაიკითხე ხმამაღლა
16 სექტემბერი 2022 08:10
12
საიდან იგროვებთ ამდენ ბოღმას და სიძულვილს?!ჩაკვე ნაკრებში, სტატისტიკაც გენახა ბარემ,მაგრამ მაშინ აუგს ვეღა იტყოდი და ამიტომ აღარ ახსენე!ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსაო.ეს ხალხის ნათქვამია და კიდევ ერთი ნათქვამიც აქვს ხალხს.ავსა კაცსა,ავი სიტყვა,სადმე წინ დაუხვდებაო!ვისთვის რა დაუშავებია?ერთი ჯგუფური ტურნირი,საკუთრივ მოიგო და ამას იმსახურებს?ბიჭი ცდილობს,ძველი ფორმა დაიბრუნოს.შრომობს.საგრძნობი წინსვლაც აქვს და შენ,ყველაფერზე წყალს ასხავ,რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს.ამას რა ჰქვია?შენ თვითონ დაარქვი სახელი.წუხელ მოედანზე საუკეთესო რომ იყო,ის მაინც თუ შენიშნე?ეგეც ხომ შეგეძლო აღგენიშნა.არა მგონია გაგეხარდეს,მაგრამ ნაკრებშიც დააყენებენ ჩაკვეს და გოლებსაც გაიტანს.დღეს და ხვალ თუ არა,მომავალში მაინც.
სოსო
16 სექტემბერი 2022 11:36
1
მარტო გოლებით თუ ითვლი შენ ფეხბურთელი წარმატებას არ ყოფილხარ ამ სპორტთან ახლოს. არაა ჩაკვეს პირველი მოვალეობა გოლების გატანა
gia
16 სექტემბერი 2022 10:46
1
სად იყო კვარაცხელია ჩვენ რომ ჩაკვეტაძეს ვადიდებდით..
ჩვენ რომ ჩაკვეს ბარსაში ვაგზავნიდით.. ქუსლით ჩამოღებას ვაზიარებდით .
ჩაკვე ახალი განდიდებული გვყავდა და აი გამოჩნდა კვარა და რაღადროს ჩაკვეა .. ჩვენ ხომ ორი ადამიანის მეფობაას ვერ ვეგუებით .. არადა მახსოვს გიო გიოს სკანდირებდა სტადიონი და ახლა ...

პ.ს. კვარა დიდებულია მაგრამ პატივი ვცეთ ყველას
A8
16 სექტემბერი 2022 04:00
4
კვარა პატარაა ჩაკვეზე 2 წლის. თქვენ რომ 18 წლის ჩაკვეს ადიდებდით კვარა მაშინ 16 წლის იყო და ნაკრებშიც არ იყო გამოძახებული. ვერ ვხვდები რაში გიშლით ხელს კვარა.
სულ მეცინება რომ დაიწყებთ, აი ჩაკვემ რომ ყაზახეთს გაუტანა მაშინ სად იყო კვარაო:)
კარგით რაა...
16 წლის იყო მაშინ, იცოდეთ მაინც სანამ დაწერთ.
!!
17 სექტემბერი 2022 23:38
0
3 კომენტარში, 3 "სხვადასხვა ავტორს" უწერია სიტყვა "სლოანი", "სლოვანის" ნაცვლად. ძალიან უცნაურია და დიდი ალბათობით, ერთი ადამიანის დაწერილს ჰგავს.
რა სლოანი?!
16 სექტემბერი 2022 03:47
0
ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ჩაკვეტაძე ვერ თამაშობს ისე როგორც უნდა თამაშობდეს შედეგიანობის თვალსაზრისით სლოანი არის მისთვის ბოლო შანსი რომ გაიხსნას და ევროპაში თავისი კარიერა გააცოცხლოს და კვლავ მოექცეს ყურადღების ცენტრში მაგრამ სამწუხაროდ 15 მატჩია გოლი არ გაუტანია და სულ ერთი საგოლე გადაცემა აქვს ამდენ მატჩში და თამაშის ხარისხიც არის არადამაკმაყოფილებელი ამ სლოანში თუ ვერ აჩვენებს თავის შესაძლებლობებს ვერ ითამაშებს შედეგიანად ასეთ დაბალი დონის გუნდებთან და თუ რამეს არ გაკეთებს შემდეგ სეზონში მოუწევს სლოანზე დაბალი დონის გუნდში გადასვლა და სლოანზე დაბალი დონის გუნდი რაღა უნდა იყოს მე ვერ ვხდები თუ ჟილგირისთან და პიუნიკთან ვერაფერს ვერ აკეთებ ამის შემდეგ რა ტოპ ლიგებზე და ტოპ გუნდებზეა საუბარი.
gela
16 სექტემბერი 2022 03:16
4
ძალიან უკლასო გუნდია ეს სლოანი ელემეტარუ ბურთს ვერ აჩერებენ და სწორ პასს ვერ აკეთებენ ძალიან დამდგარ მძიმე ფეხბურთს თამაშობენ მოძრაობა პრესინგი საერთოდ არ აქვს გუნდს ასეთ გუნდში მესი რომ დამატო ის ვერ გააკეთებს ვერაფერს.
გოჩა
16 სექტემბერი 2022 03:07
3
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა რომ გაყიდული მატჩი იყო შეიძლება არ დამეთახმოთ მაგრამ ასეთი უხარისხო ფეხბურთი მხოლოდ ძალით შეიძლება ითამაშო
gio
16 სექტემბერი 2022 03:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული