"ნაპოლის" თავკაცის ლუჩანო სპალეტის სიტყვებმა ხვიჩას შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, სპალეტის თქმით, ქართველი ხანდახან მოედანზე ეგოისტურად მოქმედებს, ზოგიერთი ქომაგის აზრით იტალიელმა სპეციალისტმა "კვარა" მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკა, რომ ზეწოლისგან დაიცვას, ზოგიც კი თვლის, რომ ლუჩანოს მისი უბრალოდ "შურს".
Tutto Napoli-ის ჟურნალისტმა პაოლო დელ გენიუსმა "ინტერისა" და "რომას" ყოფილი თავკაცი გააკრიტიკა და მისი აზრი არ გაიზიარა.
"ხვიჩას ვეტყოდი, რომ ასე გააგრძელოს, სპალეტის თქმით, ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა "ნაპოლის" მომენტების უმეტესობა სწორედ მისი არასტანდარტული თამაშის შემდეგ იქმნება, სხვებს კი ეს არ შეუძლიათ,
თუ გვსურს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები გვყვავდეს, რომლებიც "საშინაო დავალებას" სწორად ამზადებენ და შეცდომებს არ უშვებენენ, ასეთი მოთამაშეები ვერასდროს განვითარდებიან. თუ ხვიჩა ყოველთვის კარგად ითამაშებს და არასდროს შეცდება იანვარში მადრიდის "რეალში" აღმოჩნდება, მოდით უბრალოდ მივცეთ საშუალება, რომ რაღაც არასწორად გააკეთოს, უფრო ეგოისტია ვიდრე პოლიტანო? - აბსოლუტურად არა! შესაძლოა, სპალეტიმ ეს სიტყვები მის დასაცავად თქვა, თუმცა მწვრთნელის ადგილას საერთოდ არაფერს ვიტყოდი, ნუ შევაკავებთ მის ნიჭს, რადგან ბევრს მისნაირად თამაში არ შეუძლია" - განაცხადა დელ გენიუსმა.
შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 18 სექტემბერს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
"კვარა" ან "კვარადონა, მაგიური შემტევი - ESPN-ი ხვიჩას შესახებ წერს
ჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"
კვარაცხელია "სან სიროზე" პირველ ეტაპს დახურავს და საქართველოში გამოემგზავრება