"კვარა" ამას სპალეტისგან ცუდად იგებს... მან შესაძლოა, მწვრთნელი დააიგნორა და..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე სპალეტის განცხადებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო აბონდანსამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მან თავისი მოსაზრება ქართველი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის ურთიერთობაზე გამოთქვა:

"სპალეტის ფორმაციის "ნაპოლიში" ჩემს თავს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას ვამსგავსებ... ის ძალიან ტექნიკური ბიჭია!

სპალეტის განცხადება პრესკონფერენციაზე ხვიჩაზე? - შესაძლოა, მწვრთნელმა ქართველს რამდენჯერმე რაღაც დავალება მისცა და მან ის დააიგნორა, რასაც საბოლოოდ, პრესკონფერენციაზე აღშფოთებული სპალეტის ნახვა მოჰყვა.

მწვრთნელს უნდა, რომ ხვიჩას დაეხმაროს და კიდევ უფრო განავითაროს, "კვარა" კი ამას ცუდად იგებს და სჯერა, რომ სპალეტის მისი შეცვლა უნდა", - ამბობს აბონდანსა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
გამოცდილება აკლია ჩვენ ბიჭს აშკარად და უკან ჩასვლა ეზარება მაგრამ ის ჯერ ბავშვია და უფრო განვითარდება კვარა გამორჩეულია აშკარად
ზზზზ
15:10 19-09-2022
0
გამოასწორებს, არა და დასვამენ სკამზე. ნაპოლია ეგა
ლევან მაღლაკელიძე
22:17 18-09-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული