საზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე
არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
უკვე იმდენი კარგი ამბავი ხდება საქართველოს ნაკრების გარშემო მგონი ცოტა ხანში ბელგიის მოდელირებული ნაკრები უნდა გვყავდეს , გახსოვთ ალბათ ბელგიას რა სუსტი ნაკრები ყავდა და 2 წელში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.
ხვიჩა
19 სექტემბერი 2022 22:09
2
მე აგერ ზამბო ანგისა ვარ. რამე ხომ არ გინდა?
Usaxelos
20 სექტემბერი 2022 00:23
2
კვარა შენ ხარ?
ხვიჩა-s
19 სექტემბერი 2022 23:23
2
კარგია, მივესალმები. ოღონდ ეხლა როგორმე უნდა გაასწროს რუსეთიდან თორემ არ გაახარებენ კარიერას დაუნგრევენ. კიარა დაიჭირონ შეიძლება მაგის გულზე. თავი ყულფში გაყო ფაქტიურად და დასაფასებელია
iniesta
19 სექტემბერი 2022 20:58
0
აბა რაა,ამის შემდეგ ამ ჯიგარ ბიჭს შანსი არ აქვს კარიელური ზრდა ჰქონდეს რუსეთში,რუსები ყველაფერს იღონებენ კარიერა რომ დაუნგრიონ,რა შოვინისტებიც არიან ვიცი მეე. ჩვენმა ფედერაციამ კი ყველაფერი უნდა იღონოს რომ საბამ ევროპის რომელიმე ტოპ ლიგაში გადასვლა შეძლოს. ხვიჩას და ზურიკოს მაგალითი ხომ გვაქვს? ლამის დაუნგრიეს კარიერა და მინიმუმ ორი წელი დააკარგვინეს და რომ არა უკრაინის ომი, კიდევ საკითხავია სად იქნებოდნენ ახლა, გასაკუთრებით ხვიჩა.
შულაია
20 სექტემბერი 2022 09:52
0
რა სისულელეებს წერთ ხალხო რომ გაიგებენ საქართველოს ნაკრებში თამაშობს დაბლოკავენ ყველგანო. კვარაცხელია დაბლოკეს? დავითაშვილი, გაგნიძე, ტაბიძე. ისე მისი თამაში დიდად არ მომეწონა მარა იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობს მაგის გამო არავინ არ ამოაგდებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზღვარგარეთ ყველაზე წარმატებული ქართველები არიან რუსეთში. ქართველებს ქართველობის ნიშნით რომ ჩაგრავდნენ ეგრე არ იქნებოდა. მითუმეტეს არ დაჩაგრავენ რუსის გვარის მქონე ფეხბურთელს. ხალხო ვიღაც მონღოლოიდებს და აზიელებს აწინაურებენ რა შოვინიზმზეა საუბარი. არ დაბლოკოთ
!!
19 სექტემბერი 2022 22:49
27
კვარაცხელიას "თურმე" არ ბლოკავდნენ. ესეთი კომენტარები საიდან მოდის ძლივს გააღწია რუსეთიდან ომი რომ არ დაწყებულიყო ეხლაც იჯდებოდა რუსეთში. და კვარაცხელიას თურმე არ ბლოკავდნენ . ესეთი კომენტარები საიდან მოდის იცი 100იანი რომ იტყუები ამხელა ტყუილს რომ ბედავ არ გეშინია უცებ მეხი რომ დაგეცეს თავში
Xalxi.
20 სექტემბერი 2022 00:21
7
აბა რა უქნეს ტრანსფერები უბლოკეს ზამენაზე აჯენდნენ გამოაღწია. ან ჯანოს რა უქნეს??? მეხსიერება გააქვს საერთოდ შენ კარგად ხო ხარ
Ff
20 სექტემბერი 2022 00:12
7
ყველა აქებს კარგი ბიჭიაო.წარნატებები.მარადაშვილზე იჩალითეთ,როგორ ვერ უნდა დაკეროთ,თან მამამის უნდა რო აქ ითამაშოს
კახა ქ.
19 სექტემბერი 2022 20:46
1
დაანებეთ თავი დემაგოგიას. ბიჭმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ რუსეთის ჩემპიონატიდანაც წავა. ბოლობოლო რუსეთის ნაკრებზე თქვა უარი. მიდი და თქვი,. პრობლემები ეექმნება, მარა საბოლოოდ მოგებული დარჩება, თუ ივარგებს რა თქმა უნდა. ჩვენც გამოგვადგება. ერთია კიდევ, რუსეთს ნაკრები რაღად უნდა პრინციპში, ვის უნდა ეტამაშოს? ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი. ყველა ვარიანტში მისასალმებელია.რაც მეტი ნიჭიერი ქართველი დაუბრუნდება ფესვებს, მით კარგი
ლევან მაღლაკელიძე
20 სექტემბერი 2022 15:14
0
ისე ეს სანზონელიც მაგარი ხვითო იქნება --რომ ნახა რუსეთი მოკვეთეს ყველგან მერე მოინდომა საქართველოს ნაკრები PP
zura222
19 სექტემბერი 2022 19:48
56
ქართველი ყველგან ქართველია ჯიგარი ხარ ღმერთმა ქნას ყველა დაბრუნებულიყოს საქართველოში ევროპიის სხვა ქვეყნებიდან და ამერიკიდან
თაზო
19 სექტემბერი 2022 20:38
0
მისასალმებელია, რა თქმა უნდა თუ თავისი დონით დააკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს,
aleksandre
19 სექტემბერი 2022 20:27
0
ბიჭი 20 წლისაა და მანამდე როდის უნდა გამოეძახათ?! საიდან მოდიხართ ასეთი ავადმყოფები
ზვიადი
19 სექტემბერი 2022 20:10
1
ტავად რომ არ იყო ავადმყოფი გეცოდინებოდა,რომ არსებობს 17 და 19 წლამდეტა ნაკრებებიც და ტუ უნდოდატ უნდა გამოეზახატ. რატომ აყენებტ სეურაცხყოფას უცნობ ადამიანს საკუტარი აზრისტვის
giorgi janikashvili
19 სექტემბერი 2022 22:23
3

სიახლეები პოპულარული