საზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე
არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ქართველი ყველგან ქართველია ჯიგარი ხარ ღმერთმა ქნას ყველა დაბრუნებულიყოს საქართველოში ევროპიის სხვა ქვეყნებიდან და ამერიკიდან
თაზო
19 სექტემბერი 2022 20:38
0
მისასალმებელია, რა თქმა უნდა თუ თავისი დონით დააკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს,
aleksandre
19 სექტემბერი 2022 20:27
0
ბიჭი 20 წლისაა და მანამდე როდის უნდა გამოეძახათ?! საიდან მოდიხართ ასეთი ავადმყოფები
ზვიადი
19 სექტემბერი 2022 20:10
1
ტავად რომ არ იყო ავადმყოფი გეცოდინებოდა,რომ არსებობს 17 და 19 წლამდეტა ნაკრებებიც და ტუ უნდოდატ უნდა გამოეზახატ. რატომ აყენებტ სეურაცხყოფას უცნობ ადამიანს საკუტარი აზრისტვის
giorgi janikashvili
19 სექტემბერი 2022 22:23
3
ისე ეს სანზონელიც მაგარი ხვითო იქნება --რომ ნახა რუსეთი მოკვეთეს ყველგან მერე მოინდომა საქართველოს ნაკრები PP
zura222
19 სექტემბერი 2022 19:48
56
ჩემი ახლობელი იცნობს ამ ბიჭს და ძალიან კარგად ახასიათებს ამბობს რომ კარგი ადამიანია პიროვნულად კარგად საუბრობს ქართულად თითქმის ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩამოდის ხოლმე და უზომოდ შრომისმოყვარე და პერსპექტიული ფეხბურთელია ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს პრობლემები უკანა ხაზში დაცვაში ნამდვილად გვჭირდებოდა გაძლიერება და გაახალგაზრდავება 36 წლის კაშია და 30-30 წლის ხოჭოლავა და კვირკველია ნამდვილად ვერ გაგვყვებიან გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენ თუ გვინდა ისეთ ნაკრები ავაშენოთ რომელიც იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის აუცილებელია ძლიერი ფეხბურთელების დამატება და ეს ბიჭი არ იყო დასაკარგი ძალიან კარგი სიახლეა და დიდი ძალა იქნება დაცვაში საბა.
ზურა
19 სექტემბერი 2022 19:44
1
საგრუზინო დავირქვათ ბარემ.
ანდრი
19 სექტემბერი 2022 19:21
52
ჩვენებმა მთავარ ნაკრებში გამოიძახეს თუ ახალგაზრდულში?
რონი
19 სექტემბერი 2022 19:11
2
ცხინვალის და ჯავის ნაკრებები არ დაფავიწყდეს
Giusha3232
19 სექტემბერი 2022 19:06
35
რას ბოდიალობ ? @@
zura222
19 სექტემბერი 2022 20:28
1
ცივი წყალი გადაივლეთ ხოლმე ხანდახან... ისე საზონოვი ადვილი შესაძლებელია ძირითადიდან ამოაგდონ. ჩვენთვის ხომ ცნობილია ჩრდილოური შოვინიზმი?! აბა დაამტკიცონ, რომ შოვინისტები არ არიან!
ლაშა
19 სექტემბერი 2022 19:01
4
შენ არ ამოაგდებდი ქართველს , რომელიც საქართველოს ნაკრებზე უარს იტყოდა ? ის , რომ რუსები არ გვიყვარს , რეალობის შეგრძნება არ უნდა დაგვაკარგვინოს . ,,სხვის თვალში რომ ბეწვს ვეძებთ ,ჩვენს თვალში დირე ვერ უნდა შევამჩნიოთ " ?
zarbazana
19 სექტემბერი 2022 20:26
1
ე.ი. ასეთი გადაწყვეტილებისათვის თავზე ხელი უნდა გადაუსვან და მიეფერონ?!
aburjga
19 სექტემბერი 2022 19:17
24
ფაქტიურად ნაკრები აღარ გყავთ. არავინ გეთამაშებატ და სად იძახებიდთ
las
19 სექტემბერი 2022 18:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული