საზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე
არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
რა სისულელეებს წერთ ხალხო რომ გაიგებენ საქართველოს ნაკრებში თამაშობს დაბლოკავენ ყველგანო. კვარაცხელია დაბლოკეს? დავითაშვილი, გაგნიძე, ტაბიძე. ისე მისი თამაში დიდად არ მომეწონა მარა იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობს მაგის გამო არავინ არ ამოაგდებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზღვარგარეთ ყველაზე წარმატებული ქართველები არიან რუსეთში. ქართველებს ქართველობის ნიშნით რომ ჩაგრავდნენ ეგრე არ იქნებოდა. მითუმეტეს არ დაჩაგრავენ რუსის გვარის მქონე ფეხბურთელს. ხალხო ვიღაც მონღოლოიდებს და აზიელებს აწინაურებენ რა შოვინიზმზეა საუბარი. არ დაბლოკოთ
!!
19 სექტემბერი 2022 22:49
27
კვარაცხელიას "თურმე" არ ბლოკავდნენ. ესეთი კომენტარები საიდან მოდის ძლივს გააღწია რუსეთიდან ომი რომ არ დაწყებულიყო ეხლაც იჯდებოდა რუსეთში. და კვარაცხელიას თურმე არ ბლოკავდნენ . ესეთი კომენტარები საიდან მოდის იცი 100იანი რომ იტყუები ამხელა ტყუილს რომ ბედავ არ გეშინია უცებ მეხი რომ დაგეცეს თავში
Xalxi.
20 სექტემბერი 2022 00:21
7
აბა რა უქნეს ტრანსფერები უბლოკეს ზამენაზე აჯენდნენ გამოაღწია. ან ჯანოს რა უქნეს??? მეხსიერება გააქვს საერთოდ შენ კარგად ხო ხარ
Ff
20 სექტემბერი 2022 00:12
7
არანაირი ოპერატიულობა არ გამოუჩენია სფფ-ს.
წარმოიდგინეთ და პასპორტიც კი არ გაუკეთებიათ, აქამდეც ქონდა საქართველოს მოქალაქეობა.
მე ის მიკვირს აქამდე რატო არ იძახებდნენ.
ანდალუზიელი დალაქი
19 სექტემბერი 2022 22:21
4
უკვე იმდენი კარგი ამბავი ხდება საქართველოს ნაკრების გარშემო მგონი ცოტა ხანში ბელგიის მოდელირებული ნაკრები უნდა გვყავდეს , გახსოვთ ალბათ ბელგიას რა სუსტი ნაკრები ყავდა და 2 წელში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.
ხვიჩა
19 სექტემბერი 2022 22:09
2
მე აგერ ზამბო ანგისა ვარ. რამე ხომ არ გინდა?
Usaxelos
20 სექტემბერი 2022 00:23
2
კვარა შენ ხარ?
ხვიჩა-s
19 სექტემბერი 2022 23:23
2
რამდენი პატარა და ბოღმა ადამიანი ყოფილა საქართველოში, ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა და საქართველო აირჩია, თავისი მომავალი საბრთხის ქვეშ დააყენა და იმის ნაცვლად რომ მოუწონოს გადაწყვეტილება, გამოდიან და ეჭვიან და ბოღმიან პასკვილებს თხზავენ კლავიატურის ლომები... თუ არ მოგწონთ და გაჩუმდით მაინც თქვენ კაი ადამიანებო...
ელგუჯა
19 სექტემბერი 2022 21:59
1
ეს ბიჭი ახალგაზრდულ ნაკრებსაც გამოადგება.. ხვიჩასთან მამარდაშვილთან მიქაუტაძესთან და სხვეთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია!!!
giorgi
19 სექტემბერი 2022 21:23
1
არვიცნობ საერთოდ ამის საუბარი მოვისმინე დინამო თბილისთან ამხანაგური რომ ქონდათ რუსქართულად ისაუბრა ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ძალიან კარგია ვისაც მართლა გულით უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის გამიხარდება კარგი ფეხბურთეკია ორ პოზიციაზე თამაშობს დაცვა და ნახევარ დაცვა ჩამშლელად წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალ თაობას რომლებიც ევროპას აოცებენ და გააოცებენ ძალიან მაგარი ახალგაზრდა ნაკრები გვეყოლება რაც ძაან კარგია
ემიგრანტი
19 სექტემბერი 2022 21:17
0
კარგია, მივესალმები. ოღონდ ეხლა როგორმე უნდა გაასწროს რუსეთიდან თორემ არ გაახარებენ კარიერას დაუნგრევენ. კიარა დაიჭირონ შეიძლება მაგის გულზე. თავი ყულფში გაყო ფაქტიურად და დასაფასებელია
iniesta
19 სექტემბერი 2022 20:58
0
160მლნ.არიან და მაინცდამაინც ამაზე ჩაიციკლენ,მაგრამ ეგეთია მაგათი ბუნება,რამენაირად უნდა ავტონომიური სხვებს,სხვანაირად არ შეუძლიათ
კახა ქ.
19 სექტემბერი 2022 20:56
0
დედას რამხელა მნიშვნელობა აქვს. საქართველო შეაყვარა დედამ.
მაგრამ რა ვიცი, ჯიქიას მგონი ორივე მშობელი ქართველი ჰყავდა და მაინც რუსეთი ამჯობინა.

კარგია ამ ბიჭის გადაწყვეტილენა. ბევრს დააფიქრებს. იქნებ მარადიშვილიც დაფიქრდეს
პენალტი ჯიქიას
19 სექტემბერი 2022 20:46
0
ჯიქია იძახდა მეგრელი ვარო ქართველი არ ვარო. ამას ადარებ ეხლა? ჯიქია ჯანომ მოიყვანა აზრზე
x
20 სექტემბერი 2022 00:30
1
ცოტა პრაგმატულად რომ შევხედოთ, ორივემ (ჯიქიამ და ამ ბიჭმა) გადაწყვეტილება პრაგმატულად მიიღეს - როდესაც ჯიქიამ რუსეთი აირჩია, საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის ნაკრებს დიდი ასპარეზი ჰქონდა. დღევანდელ ვითარებაში შტერი თუ აირჩევს რუსეთის ნაკრებს თუ ალტერნატივა აქვს. აზე რომ არც ჯიქიაა მოღალატე და არც ეს ბიჭი პატრიოტი, ორივეს საკუთარი ეგოიზმი ამოძრავებთ. სულ ეგ არის
გიორგი
19 სექტემბერი 2022 23:19
6
ყველა აქებს კარგი ბიჭიაო.წარნატებები.მარადაშვილზე იჩალითეთ,როგორ ვერ უნდა დაკეროთ,თან მამამის უნდა რო აქ ითამაშოს
კახა ქ.
19 სექტემბერი 2022 20:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული