ანდრონოვი: შემდეგი საქართველოს ნაკრებში მარადიშვილი იქნება

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე თავის ტელეგრამ-არხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ივარაუდა, რომ ამას მოსკოვის "ლოკომოტივის" 22 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილიც გააკეთებს:

"რაც მოხდა, აქ კითხვები არ არის (ნორმალური ადამიანებისთვის), მაგრამ არის კითხვა იმასთან დაკავშირებით - როგორ.

ის, რომ "დინამოს" მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების ვარიანტს განიხილავს, მე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს მოვისმინე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს.

რაც საზონოვმა გააკეთა - აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო. ამის უფლება ჰქონდა. რუსეთისაზე უარი თქვა.
ამიტომ მოცემულ მომენტში მისი ფასი 0-ის ტოლია (გავიმეორებ, მე სპორტულ და ფეხბურთზე). ზღვასთან ამინდის ლოდინს აზრი არ აქვს. ის არ იქნება - ამინდი. ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი 95%-ით არ იქნება. თვით ყირგიზეთთანაც პრობლემაა... ფეხბურთელმა კი უნდა ითამაშოს. ნაკრებში, მათ შორის. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგის ცეცხლშია (10 ქულა 4 მატჩში) და ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ.

მაგრამ არის კითხვა იმის თაობაზე, ეს ყველაფერი როგორ გაკეთდა. ნუთუ არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დაერეკა? თუ თავად საბას არა, მის აგენტს. რა არის ამაში დასაძრახი? სრულიად უადგილო რეპუტაციული დანაკარგი...

P.S. შემდეგი, ჩემი მონაცემებით - მარადიშვილი..."

მკითხველის კომენტარები / 21 /
დააგვიანდა მარადიშვილს.
პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა.
ყველა ბილეთი რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გაყიდულია. გარბიან.
ქ. გ.
21 სექტემბერი 2022 15:50
2
ძიუბას დიდი ბებიის ნათლია ყოფილა ქართველი დედის მხრიდან, მაგასაც შესთავაზეთ, არ იტყვის უარს. კიდევ დიუპინს ყოლია დეიდაშვილის მამიდის ქმარი ქართველი, ეგაც ჩამოიყვანეთ, რად გინდათ მამარდა კარში. უარს არავინ გეტყვით, მაგათ ოღონდ სადმე ითამაშაშონ და ნაურუშიც წავლენ.
ფირუზა
21 სექტემბერი 2022 11:17
14
მაგ მარადიშვილს თხოვდა ჩვენი ფედერაცია და მახსოვს უარი უთხრა და რუსეთი აირჩია. ახლა მოუნდება რა თქმა უნდა ჩვენთან,მაგრამ ღირსი იქნება? ეგეთი კიდევ ბევრი "ქართველი"გამოჩნდება რუსეთში და აქ ნაკრები თავშესაფარი არ გვაქვს, ჩვენთანაც ბევრია თუნდაც ამ ორ ბიჭზე(საზონოვი და მარადიშვილი) ბევრად უკეთესები
ზეზვა
21 სექტემბერი 2022 11:09
5
ოხ როგორ დაგვხატავდა,ტიპი უნივერსალია.
კახა ქ.
21 სექტემბერი 2022 10:50
7
მამარდაშვილზე რა უნდა ვთქვათ? არის ღირსი ??? კარგად მაგხსოვს მაგის პოზიცია, ხოდა არაა საჭირო! იყოს ჯიქიასთან ერთად!
Vasili
21 სექტემბერი 2022 09:29
4
მშვენიერი იქნება
gionat
21 სექტემბერი 2022 09:22
5
ბარემ გადმოიყვანეთ რუსეთის ნაკრები, უარს კი არ იტყვიან, არსად აღარ ათამაშებენ. საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს საქართველო უნდა უყვარდეს და სამშობლოსთვის უნდა თამაშობდეს. ქართული გვარის გამო ყველა ხომ არ უნდა ათამაშო ნაკრებში ან გარანტირებული აქვთ ნაკრებში ადგილი?
gio
21 სექტემბერი 2022 08:48
1
ებრაელები გიჟები კი არ არიან ნაციონალობის მემკვიდრეობას დედის ხაზით რომ აღიარებენ.
აქვს ამას რამდენიმე მიზეზი და ლოგიკაც
lsd
21 სექტემბერი 2022 07:25
1
ამ სიტუაციაში მარადაშვილი კი არა, ნებისმიერი რუსი სიხარულით წამოვა. იციან, რომ სანქციებს გაუგრძელებენ. და თუ რუსეთის ნაკრები არსად არ თამაშობს, ნაკრებიც გაუქმდება.
ჩვენ ჩვენი ქართველი ბიჭები გვინდა ნაკრებში. მამარდაშვილმა რუსეთში ითამაშოს.
ქ. გ.
21 სექტემბერი 2022 01:42
14
მამარდაშვილი ესპანეთში თამაშობს! ნებისმიერი რუსი ვერ ჩამოვა და არც მივიღებთ, მაგრამ წარმოშობით ქართველი მისაღები უნდა იყოს, მარადიშვილიც და მელქაძეც. რა, მეტრეველი არ თამაშობდა მოსკოვურ გუნდში? როცა ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა ყველა გზა თუ ის წარმატებების მომტანია გამართლებულია, თორემ ისე, გაბუტვით არაფერი გამოვა!
ლაშა
21 სექტემბერი 2022 10:10
6
არტისტიზმს არ უნდა დაუპირისპირდეს კაცი, არანაირად(ის ყველას ერთნაირად ეკუთვნის. მე ივერიელი ვარ მაგრამ იუგურების მისტიკას, თუ რუსულს, თუ ინგუშებს ერთნაირად მივაგებ პატივს, მარტო მე ხომ არა ვარ კულტურის ქმნადობა!?). თუ იმსახურებს დაე ითამაშოს, გაიზარდოს და ნახოს თავისი ადგილი, ოღონ ჩვენი ბიჭები არ დაიჩაგროს. მერე რა, მარადონაც მიყვარს, შენგელია, რა თქმა უნდა(ჩემია), მაგრამ ქართველს დღესაც უყვარს სტრელცოვი, თუ ნიჭიერებისა და ფეხბურთის გაეგება.
beso
21 სექტემბერი 2022 01:02
11

სიახლეები პოპულარული