საზონოვის მამა: იმედი მაქვს, ჩემი შვილი კალაძისა და კვარაცხელიას კვალს გაჰყვება

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

ფეხბურთელის მამამ, ანდრე საზონოვმა, რუსულ პრესას შემდეგი უთხრა:

"ამბიცია საკმაოდ მაღალია! ხვიჩა დიდი ფეხბურთელია. კალაძის შემდეგ საქართველოს მსოფლიოში ასეთი ცნობილი ქართველი
ფეხბურთელი არ ყოფილა, საბჭოთა კავშირის დროს კი საკმაოდ ბევრი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი იყო.

თანამედროვე ისტორიაში კალაძის შემდეგ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე არავის წარმოუჩენია - ამას ახლა აკეთებს ხვიჩა და იმედი მაქვს, ჩემი შვილიც მათ კვალს გაჰყვება და შემდეგი სწორედ ის იქნება", - ამბობს უფროსი საზონოვი.

altსაზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვინც ქართული დროშის ქვეშ ოფლს დაღვრის ჩვენი ქვეყნისთვის ყველას გაუმარჯოს. ნახევრად ქართველს თუ მთლიანად ამერიკელს ან უკრაინელს მაკფადენის თამადობით. ბევრ ქვეყანას ყავს ნატურალიზებული სპორტსმენები და ჩვენ ნატურალიზებაც არ გვინდა საზონოვის შემთხვევაში. წარმატება საბას.
G.LA
11:59 21-09-2022
0
საბა გენაცვალე ადამიანობაში და გფარავდეს ღვთიშობლობის მადლი და ძალა.
kote
22:31 20-09-2022
1

სიახლეები პოპულარული