"ნაპოლი" "ტორინოსთან" მატჩისთვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"ნაპოლიში" ხვიჩას გარდა მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი, ძერბინი და ელმასი დაბრუნდნენ, დილით ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთენ, მერე კი მოკლე მოედანზე ითამაშეს.

ოსიმენი ფიზიოთერაპევტთან ერთად მუშაობდა, ხოლო პოლიტანო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

1-ელ ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენი ხვიჩა მსოფლიოზედაც გვასახელებს ამასაც მალე ვნახავთ ნაკრების სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებო მხარი აუბით მას თქვენ ეს შეგიძლიათ!!!
Zaza
29 სექტემბერი 2022 19:45
0
წარმატებები და წინსვლა ჩვენს ბრილიანტ ბიჭს!!! უფალი ფარავდეს!!!
ქართველი
29 სექტემბერი 2022 09:02
1
ამ ბიჭს დასვენება არ უნდა კი მაგრამ? ამდენი ფრენები, თამაშები მერე ეგრევე ვარჯიშები?
გასაგებია თვითონ მოსწონს ეგ რეჟიმი მაგრამ რავიცი...
ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა და აარიდოს გადატვირთვისგან გამოწვეული ტრავმიანობა.
მერე ჩვენი ვითომ ექსპერტები ეგრევე დაწერენ, ხო ვიძახდით არ ყოფილა მზად ევროპისთვისო :)

ეგ კი არა ვარჯიშზე თანაგუნდელი რომ შეეჯახა ცუდად და სუნთქვა შეეკრა რანდენიმ წამით, ეგრევე ასისინდნენ, აბა მაგას თავი ისევ ბათუმში ხომ არ ჰგონია, ევროპული დატვირთვა სულ სხვა არისო :)
!!
28 სექტემბერი 2022 19:45
4
ჯერ ტრენაჟორებზე დაიტვირთნენ,შემდეგ კი,მოკლე მოედანზე ითამაშესო.აღდგენითი ვარჯიში ჩაუტარეს.თამაშების ბოლოსაც იმიტომ ცვლის,რომ არ გადაიტვირთოს.ეს სხვა შემტევებსაც შეეხება.ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ცდილობენ,ყველა ფეხბურთელზე გადაანაწილონ დატვირთვა.აგერ ოსიმენი რომ ოსიმენია და მაგას რა დაღლის,მეთქი,მანაც კი კუნთი დაიზიანა და ჯერაც ვერ გამოჯანმრთელდა
სოსო
29 სექტემბერი 2022 17:31
0
არაუშავს დაისვენებს ერთი თვე კარგად მსოფლიო დაიწყება მალე
Soso
29 სექტემბერი 2022 09:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული