"ნაპოლი" "ტორინოსთან" მატჩისთვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"ნაპოლიში" ხვიჩას გარდა მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი, ძერბინი და ელმასი დაბრუნდნენ, დილით ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთენ, მერე კი მოკლე მოედანზე ითამაშეს.

ოსიმენი ფიზიოთერაპევტთან ერთად მუშაობდა, ხოლო პოლიტანო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

1-ელ ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ბიჭს დასვენება არ უნდა კი მაგრამ? ამდენი ფრენები, თამაშები მერე ეგრევე ვარჯიშები?
გასაგებია თვითონ მოსწონს ეგ რეჟიმი მაგრამ რავიცი...
ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა და აარიდოს გადატვირთვისგან გამოწვეული ტრავმიანობა.
მერე ჩვენი ვითომ ექსპერტები ეგრევე დაწერენ, ხო ვიძახდით არ ყოფილა მზად ევროპისთვისო :)

ეგ კი არა ვარჯიშზე თანაგუნდელი რომ შეეჯახა ცუდად და სუნთქვა შეეკრა რანდენიმ წამით, ეგრევე ასისინდნენ, აბა მაგას თავი ისევ ბათუმში ხომ არ ჰგონია, ევროპული დატვირთვა სულ სხვა არისო :)
4
წარმატებები და წინსვლა ჩვენს ბრილიანტ ბიჭს!!! უფალი ფარავდეს!!!
ქართველი
09:02 29-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული