"ქართველია? არა გმადლობთ" - რატომ თქვეს უარი მამარდაზე "ბარსამ" და "ატლეტიკომ"

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს და ჯენარო გატუზოს გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, მოგეხსენებათ, ქართველმა ახლახანს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ღამურების" ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ესპანელმა საფეხბურთო მენეჯერმა ანტონიო ლოპესმა "მამარდას" შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"შევიტყვე, რომ თბილისის "ლოკომოტივში" ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე თამაშობდა, მასზე თვალყურის მიდევნება დავიწყე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ "გრანადას" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მატჩის შემდეგ "მამარდასთან" ვისაუბრეთ და თანამშრომლობა გადავწყვიტეთ, მისი შეძენა ესპანურ გუნდებს შევთავაზე, ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდეს, რაც მთავარია,
კარგი სამუშაო ეთიკა აქვთ.

პირველ რიგში, მამარდაშვილში გამარჯვებულის მენტალიტეტმა მომხიბლა, მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "ბეტისს", "ვილიარეალს" დავუკავშირდი, მაგრამ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ საქართველოდანაა მათგან პასუხად ვიღებდი:

"ქართველი? არა, გმადლობთ".

ასეთი პასუხი ძალიან მაბრაზებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა და ასეც მოხდა" - განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, "ღამურები" ლა ლიგაში გამართული 6 მატჩის შემდეგ, 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, "ვალენსია" მორიგ შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"მამარდა" Marca-ს რჩეულებშია - გიორგი ლევანდოვსკისა და ვინისიუსის გვერდით

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

alt"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან


მკითხველის კომენტარები / 16 /
რომ გავითვალისწინოთ,ე.ი
გაცილებით ადეკვატურები რომ ვიყოთ- რატომ იკავებენ თავს ფ ე ხ ბ უ რ თ შ ი ტოპ-ლიგები ქართველების აყვანას(?!);
1-ლი-ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონე (მგონი უკვე ერთადერთი ვართ,რომლის კლუბი არცერთ ევროპულ ტურნირში არ მონაწილეობს,გადახედეთ-თითქმის ყველა ევროზინის სახელმწიფოს ყავს-1 კლუბი მაინც
...),
2- ქართველი ფეხბურთელები საქართველოში ფიზიკურად არასწორად ჰყავთ აღზრდილი- არასწორად ზრდიან,ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატშიც კი დიდი უმრავლესობა მე-ე-2-3 სეზონეზეც ტრამვებს იღებენ,მერე ხარისხობრივად სუსტდებიან,
3- თუ ასე-არ ხდება,იქმნება მე-2 დიდი პრობლება,როცა ქართველი დიდი ფულს ,,მოღუნავს,,(კარგი კონტრაქტით),მერე ეშვება და...
4-არა ევროკავშირის სახელმწიფო ვართ- პრობლემები ექმნებათ...

- აქვე-ხვიჩა ფიზიკურად კარგად არის მომზადებული,მაგრამ სანერვიულოა-ყოველ დაცემაზე ტრავმა არ მიიღოს!
მე-2-ეც-2-4 სეზონის მერე არ მოეშვას,არც მამარდაშვილმა,არც დავითაშვილმა...
კახაბერი
01 ოქტომბერი 2022 01:22
1
"ქართველი? არა, გმადლობთ".
მამარდაშვილისა და განსაკუთრებით ხვიჩას შემდეგ ალბათ მიხვდნენ, რომ ბოდიში და "ბებიამისისა" მიირთვეს.
ზაქრო
30 სექტემბერი 2022 19:45
0
დიახაც მასეა.
გეგი
30 სექტემბერი 2022 22:05
0
საქმეში, ქართველს ქართველი არ უყვარს და ესპანელის გიკვირთ?
მორიელი
30 სექტემბერი 2022 17:15
0
სათაურს რომ პასუხი არ გასცა დამწერმა არის ჯურნალიზმის უმაღლესი დონე. პასუხი კი მარტივია - გიორგი ჭანტურია, რომელსაც უდიდესი ნიჭი ჰქონდა და მონაცემები მაგრამ საუკეთესოდ წარმოაჩინა "ქართული პროფესიონალიზმი". დღეს სად არის და სად დაიკარგა არავინ იცის.
simartle
30 სექტემბერი 2022 16:31
1
გიორგი ჭანტურიათი იწყება მერე ქართული ფეხბურთი მერე??? ყიფიანები და ჩივაძეები რომ ჩადიოდნენ ესპანეთში და გაკვეთილს უტარებდნენ ეგ რატომ აღარ ახსოვთ და არ ითვალისწინებენ დეგენერატები
Mesxi
30 სექტემბერი 2022 20:14
1
ეროვნების გამო არავის დაუწუნებია, ევროკავშირის პასპორტის არ ქონაზე, სუსტ ნაკრებზე და სუსტ ჩემპიონატზეა ლაპარაკი და არა იმაზე ქართველები არ გვინდაო. აქაც მაგრა გაუმართლა მამარდას თავისი შანსი რო შედარებით ადრე მიიღო ტრამვების გამო, რომელიც მერე გამოიყენა და ბარსაში ან ატლეტიკოში რო გადასულიყო ესე არ იქნებოდა. დიდი პატივისცემა და სიყვარული მამარდას მარა იქ ტერ შტეგენის და ობლაკის ხელში არ მოუწევდა თამაში. ვალენსია იდეალური გუნდია გიოსთვის.
a a
30 სექტემბერი 2022 15:12
3
აქ არის ორი მთავარი მიზეზი და არა ის, რომ ქართველები არ უყვართ (მამარდაშვილის "ეთნოკულტურული" წარმომავლობა არც აინტერესებდათ საერთოდ და თუ აწყობთ, სვაზილენდელსაც იყიდიან) :
1. მათი აზრით არასაფეხბურთო ქვეყანა (ვიყავით), ვინაიდან მამარდაშვილის დროს არცერთი ქართველი არ თამაშობდა ტოპ ჩემპიონატში.
2. ქართველებზე ვრცელდება არაევროკავშირელის ლიმიტი.
გიო
30 სექტემბერი 2022 15:01
2
სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია "ჟურნალისტ"
ბზდინა
30 სექტემბერი 2022 11:57
3
ჩვენ გვეკითხება
მე მივხვდი
30 სექტემბერი 2022 17:24
0
მაგიტომ არ ვგულშემატკივრობ ესპანურ კლუბებს ყ₾€ები არიან
ბაჩო
30 სექტემბერი 2022 11:37
10
...
"ქართველი? არა, გმადლობთ".

ყველა მაგ აზროვნების ადამიანები, ჩაბეტონდით მელიქიშვილის დარჩენილ ადგილებში, ერთმორწმუნე არარაობებთან ერთად.
საქართველო
30 სექტემბერი 2022 10:45
5
რა თქმა უნდა არ განვაზოგადებ ყველაზე, მაგრამ ქართველის სპორტსმენები სპორტის გუნდურ სახეობებში ძირითადად თავისი ნიჭით და ტალანტით გამოირჩევიან და არა შრომისმოყვარეობით ან ყველა ბურთის უკან სირბილით, გუნდურობით, ან "შავი საქმის"კეთების სიყვარულით, რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველა გუნდურ სპორტში; ყველა მწვთნელი ამას ითხოვს(გუნდურობას, რომ ყველა დაიხარჯოს ბოლომდე) თანამედროვე სპორტში.

ბარსა ცნობილია იმით, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ პიროვნულ მხარეს და არა მარტო ტექნიკურ მხარეს. ძალიან ძლიერი უნდა იყო სპორტული თვალსაზრისით რათა პიროვნულზე თვალი დახუჭონ.

სხვათაშორის იგივე დამოკიდებულება აქვთ ბრაზილიელებთან. მათ სახელი აქვთ, რომ "ცვდებიან" ორ-სამ წელიწადში რადგან არ ცხოვრობენ სპორტული რეჟიმით და ეს მათ მენტალიტეტზე და ფიზიკურ მონაცემებზე აისახება მკვეთრათ.

ავიღოთ ასევე ჭანტურიას მაგალითი. გვარდიოლას ხშირად გადაყავადა პატარებიდან და ძირითად გუნდთან ავარჯიშებდა. თიპი საფეხბურთო სკოლის თვალსაზრისით ოქსფორდში იყო. სთხოვდნენ სრულწლოვნებამდე მოეთმინა და დარჩენილიყო მაგრამ ვიტესის პირველივე შემოთავაზებას დახარბდა. ახლა სადაა ნეტა? სამწუხაროდ მსგავსი ამბები ქმნიან წარმოდგენას ქართველებზე და მათ სპორტულ ფსიქოლოგიაზე.

წარმატებები ყველა ქართველს და ქართველ სპორტსმენს!
azri
30 სექტემბერი 2022 10:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული