"კონტემ გადაჭრა პრობლემა, რის გამოც შარშან "ნაპოლი" ჩამოიშალა, რაც შეეხენა "კვარას" ხელფასს..." - "პარტენოპეის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო რენიკამ Televomero-სთან ინტერვიუში "პარტენოპეისა" და "კვარას" შესახებ ისაუბრა.

რენიკას თქმით, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მოკლე დროში შესანიშნავი სამუშაო გასწია და გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოაგვარა, რის გამოც ნეაპოლელებმა შარშან სასურველი შედეგის დადება ვერ მოახერხეს, რაც შეეხება "კვარას" კონტრაქტს, ვეტერანის თქმით, დიდი მოთამაშეები შესაბამის ანაზღაურებას იმსახურებენ.

"კონტემ გადაჭრა ის პრობლემა, რის გამოც შარშან "ნაპოლი" ჩამოიშალა, დღესდღეობით "პარტენოპეი" საჯარიმოში თავს შესანიშნავად იცავს. ამის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია. ანტონიოს ვულოცავ, ბონჯორნოს ტრანსფერით დიდი მიზნისკენ სვლა შეგვიძლია.

"კვარას" კონტრაქტი? ძლიერი
ფეხბურთელები დიდ ხელფასს იმსახურებენ. საფეხბურთო თვალსაზრისით, ხვიჩაზე შეყვარებული ვარ, ისევე როგორც წლების წინ დრის მერტენსზე ვიყავი. მოედანზე განსხვავებას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან", - განაცხადა რენიკამ.

alt"იბრაჰიმოვიჩი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს და მზადაა "ნაპოლის" ლეაო დაუთმოს, ყველაფერი "კვარაზეა" დამოკიდებული" - იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია

altჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას გამოსასყიდის მოთხოვნა წაუყენა - დე ლაურენტისი შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს

მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანი - ნაპოლი
კარგი ვიდეო. 20 წუთი.
https://youtu.be/39iJRT0c8B0?si=CTKKp0lMd5SEkG6q
ქ. გ.
14:28 31-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული