ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიამ თქვა, რომ მას "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ დაურეკა და "კვარას" შესახებ ესაუბრა.

"საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს 80-იანი წლების "ნაპოლის" ლეგენდარულ ფეხბურთელ ჩირო ფერარასთან. ის მარადონას პერიოდში იმ დროინდელ გუნდში დიეგოს შემდეგ ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო.

მან "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ დამირეკა, შემდეგნაირად ახსნა კვარაცხელიას მოვლენა და მითხრა... 

80-იან წლებში ღმერთმა ამ ქალაქს მარადონა მისცა, ახლა კი მეორდება ის
პერიოდი და ღმერთმა ახლა ხვიჩა კვარაცხელია გამოგვიგზავნაო...

ამხელა დონის ფიგურა ხვიჩაზე იძახის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი კი არ არის, ღმერთისგან ბოძებული საჩუქარიაო", - ამბობს ჟორდანია.

altმთელი სტადიონი სკანდირებს - ხვიჩა კვარაცხელია! - რა ხდებოდა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნაზე "ტორინოსთან" კვარაცხელიას გოლის შემდგომ [VIDEO]

altმაგიური ხვიჩა! - კვარაცხელიას დიდებული შედეგი და მიღწევა რუსეთის დატოვების შემდეგ

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ