დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.
შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა. თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),
რაც შეეხება თამაშს,მაკრების ფეხბურთელები დაღლილად გამოიყურებოდნენ,არც ხვიჩას მოუკლავს თავი,დრიბლინგების მცდელობებით,მაგრამ გასაკეთებელი სწრაფადვე გააკეთეს და ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადავიდნენ.წინ ხომ მძიმე თამაშებია.ისე პირველად ვნახე,როცა ხვიჩამ ასე გაქცევით,სისწრაფის ხარჯზე,მხოლოდ დარტყმის ფაზაში,იუველეირის სიზუსტის დარტყმით გაიტანა გოლი და სარკისებურად გაიმეორა,ანგისას საპირისპირო ფლანგიდან საგოლე იერიში.ეს ნიშნავს,რომ ეს კომბინაცია წინასწარ იყო მოფიქრებული და ორივე ფლანგიდან გაამართლა.პირველი გოლის ეპიზოდშიც,ხვიჩამ მარიო რუისაგან მიღებული პასი,მასვე გაუგრძელა,.თავისუფალ სივრცეში და მარიო რუის ჩაწოდებულმა ,დასწრებაზე გამომხტარი ანგისას თავი იპოვა და ლამაზი გოლიც გავიდა.საწყენია,რომ პოლიტანომ ტრავმა გაიახლა,იმედია სერიოზული არაფერია.