მაგიური ხვიჩა! - კვარაცხელიას დიდებული შედეგი და მიღწევა რუსეთის დატოვების შემდეგ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ტორინოს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან 1 გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რითაც ქართველს მიმდინარე კალჩოში 5 გოლი მოუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დატოვებისა და ყაზანის "რუბინიდან" წამოსვლის შემდეგ "კვარას" არცერთი თამაში არ წაუგია. მან ეროვნულ ლიგაში, ეროვნულ ნაკრებში, ჩემპიონთა ლიგაში და სერია A-ს შევხედრებში მიიღო მონაწილეობა.

ეს სერია 25 მარტს ბოსნიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში საგარეო მოგებით (1:0) დაიწყო აგერ უკვე 6 თვეა და 9 დღე გრძელდება.

ჯამში წაუგებლად ხვიჩამ უკვე 28
მატჩი გამართა! 4 ოქტომბერს მისი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსს" სტუმრობს, შემდეგ კი 9 ოქტომბერს სერია A-ში გასვლაზე "კრემონეზეს" დაუპირისპირდება...

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული