"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
აი არ მომწონს ამ კაცის მიდგომა და რაგავაკეთო. გასაგებია რო უნდა ტალანტი მართოს ასევთქვათ და ხელიდან არგაუშვას ხვიჩაზე სადავეები. მაგრამ აი რაქნას მართლა ამ ბავშვმა მეტი? სლუცკი ტყუილს კიარ ამბობს დისნეილენდივით არის ფეხბურთი ამ ბავშვისთვის და ნუ შეუაძულებს. არ ვამბობ არ გააკრიტიკოს თქო პირიქით უნდა აკრიტიკოს მაგრამ რასაჭიროა სულ კვარას კრიტიკა როცა საუკეთესოა გუნდში და თან მარტო ამას აკრიტიკებს. რამდენ პასს არაძლევენ ტვითონ ხვიჩას მაგაზე რატოარამბობს არაფერს
ქართველი
05 ოქტომბერი 2022 11:28
11
სავარაუდოდ, იქ ზის ქართველი ჟურნალისტი და კითხვებს უსვამს პერსონალურად კვარაცხელიას შესახებ ყველა თამაშის შემდეგ. ხოდა, ამ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო ცოტა ხანი აღარ ქნას ასე. მესმის, რომ სტატიები მეტად კითხვადია, თუ სპალეტი პერსონალურად ახსენებს მის გვარს, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელია მისთვისაც, გუნდისთვისაც და მომენტ პუბლიკისთვისაც. ასე მხოლოდ სტრესავთ და ცუდ საქმეს უკეთებთ ბავშვს.
55
05 ოქტომბერი 2022 11:26
3
რასპადორიმ მოიხადა ბოდიში 0:0 ზე რომ არ მიუგორა უკეთეს პოზიციაში მყოფ კვარას ?? რათქმაუნდა კვარას გოლზე მაგარი პასი მისცა მაგრამ სხვა რა უნდა ექნა რო :))
bejo
05 ოქტომბერი 2022 11:25
4
სპალეტიმ იცის რომ, მას აკისრია უდიდესი პასუხიმგებლობა კვარას განვითარებაში. მას ეხლა აბარია, მსოფლიო დონის უდიდესი ტალანტი. ის ფიქრობს რომ ხვიჩასთვის ესე სახალხოდ კრიტიკა და შენიშვნების მიცემა, აუცილებელია ამ ეტაპზე და ალბათ ასეც არის. ჩვენ კი მშვიდად მივიღოთ ეს ყველაფერი. ვხედავთ რომ ხვიჩა უფრო ვითარდება და წინ მიდის. მშვენიერ განწყობაზეც არის და ბედნიერია იმით სადაც თამაშობს.
შოთა
05 ოქტომბერი 2022 11:24
4
მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას კვარასა და მთლიანად ნაპოლს. მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მგონია, რომ სპალეტი ხან მაინც აკნინებს ხვიჩას შესაძლებლობას.
თემური
05 ოქტომბერი 2022 11:11
12
მგონია რომ მაინც სულმა წასძლია რადგან პირველი გოლის გატანა უნდოდა პასი რომ არ გააკეთა. პირიქით არასოდეს აგვიანებს ხოლმე პასს.ასეთი რამ უფრო ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოსვლიათ.ჯერ პატარა ბიჭია რა ქნას.
ხვიჩა მეტსახელად "ჯოკერი"
05 ოქტომბერი 2022 11:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული