"კვარაცხელიასთვის მთავარი ახლა სწორედ ესაა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ხვიჩაზე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიმიტრი ბულიკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

-ძალიან კარგია, რომ ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე გატანა მოახერხა. ის ძალიან მოტივირებულია და მუდმივად ცდილობს, რომ თამაში გააუმჯობესოს.

მთავარია, რომ არ გაჩერდეს! დიდი პოტენციალი აქვს და მან ეს რუსეთშიც დაამტკიცა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის ფაქტორი, რის გამოც კვარაცხელიამ ასე მალე მოახერხა "ნაპოლიში" ადაპტაცია?

- დიდი მოტივაცია, სპალეტის ნდობა და კარგი ფიზიკური ფორმა. კვარაცხელიასთვის მთავარია არ მოდუნდეს, თორემ შეიძლება ტრავმა მიიღოს, მერე კი მოთხოვნები შეუმცირო საკუთარ თავს.

- როგორ ფიქრობთ,
მოიგებს ის "ნაპოლისთან" ერთად ამ სეზონში სერია A-ს?

- შეიძლება, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

altბოლო 58 წელში პირველად - კვარაცხელიას "ნაპოლიმ" აიაქსს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი აგემა

alt"ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ამიხდა!" - "კვარას" კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდგომ

alt"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხალხო, არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ ვებ-გვერდზე ყველა სიახლე კვარას ირგვლივ ტრიალებს - ვინ რა თქვა, როგორ შეხედა, როგორ გაუხარდა, ვის შეადარეს და ა.შ. აცადეთ იმ ბიჭს ცხოვრება, ნუ ჩამოვეკიდებით მთელი საქართველო მას. ნუ ავკიდებთ საქართველოს გაბრწყინების მისიას. ძალიან ახალგაზრდაა ჯერ, უზომო წნეხია მისთვის. შეიცოდეთ!
დავითი
05 ოქტომბერი 2022 15:22
8
სად არიან ის უამრავი გამწარებული რუსი ვაი გულშემატკივარი, ხვიჩა ბათუმის დინამოს მეტს მაინც ვერ გაქაჩავს და იყოს მანდო. რა ნაპოლი, სკამის სახეხად მიდისო და სხვა უამრავი ღვარძლიანი კომენტარით. ბოღმისგან ხომ არ გასკდით უკვე?
გურჯი
05 ოქტომბერი 2022 16:39
9
და "ქართველები" ცოტანი იყვნენ ეგეთები ? და კიდევ რომ არიან @@ იმათზე რატომ არაფერს ამბობ ?? რუსები ვინც არიან ვიცით მაგრამ 1 შინაური მტერი 100 გარეულზე უარესიაო არ გაგიგია ? თუ შენც ეგეთი ხარ ?
zura222
05 ოქტომბერი 2022 18:20
3
გაიგეს,რომ ფული რუბინმაც მიიღო და ეტყობა, ცოტა გული მოუბრუნდათ!
სოსო
05 ოქტომბერი 2022 20:43
2
ვის აინტერესებს ბულიკინის აზრი
gio
05 ოქტომბერი 2022 14:45
17
რა გაუყარეთ ამ ბიჭს. თავი გაანებეთ ხალხნო. გეყოფათ წერა. აცადეთ. ფეხი თუ გადაუბრუნდა ყველა თავზე უზამთ.
ჭორლეონე
05 ოქტომბერი 2022 18:38
3
რუბინმაც კი არა თუ ვინმემ მიიღო ეგ ფული რუბინმა მიიღო, აბა ბათუმს არაფერი მიუღია მანდედან.
სოსოს
05 ოქტომბერი 2022 22:54
1
თარსი მოხსნილია
სერგო
05 ოქტომბერი 2022 21:16
3

სიახლეები პოპულარული