Sportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

AutoSharing Option
11 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე საკუთარმა კლუბმა "ფეჰერვარმა" დასაჯა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარამდე ის მეორე გუნდში ივარჯიშებს. 

ამის მიზეზის შესახებ უკვე ვწერდით... საქმე ჩვენებურის ყოფილ კლუბთან, "უიპეშტთან" მატჩის შემდეგ გაცვლილ მაისურსაც შეეხება... ასევე "ფეჰევარის" ფანებს არ მოეწონათ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუდუ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად იცინოდა. პლუს, ბუდუ ყოფილი გუნდის ფანებს მიესალმა, ეს ყველაფერი კი ამჟამინდელ კლუბში აბსურდული სიმკაცრით აღიქვეს. 

მიგვაჩნია, რომ ზივზვივაძის მიმართ ასეთი საქციელი არასამართლიანია და Sportall.ge საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
რეალურ მიზეზად კი ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ "ფეჰერვარი" ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს, ახლა სახლში დამარცხდა და კლუბმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, განტევების ვაცად ბუდუ აქციეს. 

ბუდუმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია, ის მოედანზე კლუბისთვისაც და ნაკრებისთვისაც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გაურკვევლობას აქვს ადგილი, რის გამოც ჩვენებური დაისჯება. 

მსგავსი საქციელი მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელს ისეთმა გუნდმაც კი "გაუტარა" როგორიც მადრიდის "რეალია". გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ ედენ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად როგორ ხალისობდა. 

Sportall.Ge

სპორტი და ფეხბურთი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მაგრამ მეორეა ადამიანური ურთიერთობები, რომელიც შენ ჩამოგიყალიბდა... მთავარია, მოედანზე თავი დადო, შენი გუნდისთვის თუ ნაკრებისთვის ბოლომდე იბრძოლო, თამაშის შემდეგ კი ყოფილ მეგობრებთან სახალისო ისტორიების გახსენებაც არ იქნებოდა ურიგო...

მიგვაჩნია, რომ ბუდუ ზივზივაძე თავის სიტყვას მომავალში კიდევ არაერთხელ იტყვის. ის თავის კლუბს იპოვნის და საქართველოს ნაკრებსაც დიდ დახმარებას გაუწევს.

Sportall.ge ამ რთულ პერიოდში მას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს!

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

altGeo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

მკითხველის კომენტარები / 19 /
Სრულად ვიზიარებ სტატიის ავტორის პოზიციას,ბუდუზე გადატეხეს ჯოხი. Არ უნდათ და ნუ უნდათ, ბუდუ არ დაიკარგება ისეთი ადამიანი და ისეთი მაღალი დონის პროფესიონალია. Უკეთეს გუნდში გადავა... Მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! Ძალიან სიმონა გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა ყოლია ფერენცვაროში და რაც ქვია ამ გუნდს.
Დავითი
08 ნოემბერი 2022 12:25
0
უნდა დატოვოს ეს გუნდი პატარა რუსეთია.შეიძლება ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ რაც არ უნდა მოხდეს ხეირს ვერ ნახავს
Ddd
13 ოქტომბერი 2022 10:52
1
ბუდუ ჩვენი იმედია, ნაკრების წევრიცაა, ამიტომ ფედერაცია უნდა ჩაერიოს და კონტრაქტი გამოვისყიდოთ. ახალ გუნდში გადასლამდე ბათუმის ან თბილისის დინამოში იყოს. ბუდუს თავდამსხმელის შესანიშნავი თვისებები აქვს, ინტელექტი, განსწავლულობა, დროული გახსნა. ერთი მისი პრობლემა ფიზმომზადებაა და ამ კუთხით კი არ უნდა დაკარგოს, პირიქით, თუ გვინდა ევროპის შესარჩევიდან გავიდეთ და მაღალი დონის ცენტრფორვარდი გვყავდეს, ფიზმომზადების მაღალი დონის სპეციალისტი მივამაგროთ და ევროპაზე დარჩენილი დრო ფიზიკურ გაძლიერებას დავუთმოთ.
თენგაბი
12 ოქტომბერი 2022 18:28
1
პრობლემა სხვაგან არის,6 თვეში თავისუფალი აგენტი ხდება,ხოლო გუნდი კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს,რომ სარფიანად გაყიდოს.
1964 ავთო
12 ოქტომბერი 2022 17:39
0
მაგათ ისეთი წესები ქონიათ, კიდევ კარგია ფეხბურთედები გულშემატკივრებს ფეხებს რომ არ ბანენ, ან უკანალს რომ არ წმენდენ
ზურაბ
12 ოქტომბერი 2022 17:24
0
გუნდმა გადაამლაშა და მეტიც, ჩანს ბუდუს გაშვება ისედაც უნდოდათ. ბუდუც არ გრძნობდა ალბათ ამ გუნდის ნაწილად თავს თორემ ... რომ მიესალმა მოწინააღმდეგის ფანებს და მაისური გაუცვალა ეგ კონტექსტიდან ამოვლეჯილია, როცა მისი გუნდელები ბოდიშს უხდიდნენ გამწარებულ ფანებს - ეს არის მნიშვნელოვანი. ჯერ ბუდუც იქ უნდა ყოფილიყო ( თუ გუნდი მისთვის რამეს ეარმოადგენს) და მერე მისალმებოდა ძველი გუნდის ფანებს და მაისურსაც გაცვლიდა თუნდაც გასახდელში. იგივე ჩვენი რომელიმე გუნდის ლეგიონერმა რომ ქნას გამწარებულებს ჩვენი ფეხბურთელები რომ გვესალმებიან, მაშინ მოგვეწონება?
???
12 ოქტომბერი 2022 17:21
4
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მართალი ხარ sportall.ge, მაგრამ ხმას ვინ მისწვდება ან სამართალს როგორ აღადგენ, გარდა იმისა, რომ ქართველ გულშემატკივარს სათქმელს ეუბნები? ეს ისედაც ვიცით და თუ მხოლოდ ბუდუ იქნა განტევების ვაცი, ჯობია სამართლებრივი ბერკეტი აამუშაოს და კონტრაქტი შეწყვიტოს...
ლაშა
12 ოქტომბერი 2022 17:19
0
შეიძლება ლამაზად არ გამოუვიდა, მით უმეტეს გუნდი კრიზისშია. მაგრამ მისი ყოფილი გუნდია, მისი მეგობრები არიან და ასეთი მკაცრი მიდგომა თვითონ კლუბისთბისვეა დამაზიანებელი
დავითი
12 ოქტომბერი 2022 16:57
0
ბუდუ ყველაფერში მართალია.თუ არ გინდივარ,გამიშვი,კარიერას რატომ მინგრევ,საქმეს რატომ მიფუჭებ.ვიღაც უვიცმა გერმანელმა ბორისმა უაზრო პოხონდრიების გულისთვის,ბუდუს კარიერა რატომ უნდა გაუფუჭოს.ხოდა დაიკიდა და სწორიც ქნა.ყველა შენსკენ ვართ ბუდუ,მაგათი ჩაჩანი.....
ნუკრი
12 ოქტომბერი 2022 16:37
1
უშვებენ ტრანსფერები რომ გაიხსნება.
???
12 ოქტომბერი 2022 17:33
0
ორი აზრი არაა ყველა ბუდუს ვგულშემატვკივრობთ მაგრამ ცოტა უფრო დაფიქრებულად მოქცეულიყო ჯობდა. გუნდმაც გადაამლაშა ცხადია, მაგრამ კაჭარავას შემთხვევა გახსოვთ? ფეხბურთს თავისი ეთიკა აქვს და მისი დაცვა აუცილებელია
Gogi
12 ოქტომბერი 2022 16:36
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული