მორიგი მატჩის მოგებით გახარებული სპალეტი გაიქცა და ხვიჩას ზურგზე შეახტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" მორიგი გამარჯვების შემდეგ გახარებული ლუჩანო სპალეტი გაიქცა და ხვიჩა კვარაცხელიას ზურგზე შეახტა.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" სერია A-ს მე-10 ტურში "ბოლონიას" 3:2 სძლია, ქართველმა ფეხბურთელმა კი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, 1 გაკეთებული ასისტის მიუხედავად, "კვარა" მოედანზე შეუჩერებელი იყო, 9 დრიბლინგის მცდელობიდან 5 წარმატებული გამოდგა, რამდენიმე კარგი გადაცემიდან კი თანაგუნდელებმა ვერ იხეირეს...

ქართველი ვარსკვლავის კარგი თამაშით გახარებულმა ლუჩანომ კი ემოციები ვეღარ შეიკავა... "ნაპოლი" ერთი დიდი ოჯახია და დიდი ბედნიერებაა, რომ ხვიჩა ასეთ გუნდში მოხვდა.

ვიდეო აღებულია Geo Team-ის გვერდიდან

მკითხველის კომენტარები / 12 /
როგორ შეახტა სპალეტი ხვიჩას ზურგზე. ჩვენც ასე ვართ მთელი ქვეყანა ამ ბიჭის ზურგზე შემხტარი. მის დიდებით ვხარობთ და ვტკბებით, ამ დაქცეულ დაჩაგრულ ქვეყანაში. რა ძლიერი კაცი გვყავს ეს პიჭი, რა მშრომელი და ნიჭიერი. მადლობა ხვიჩა.
G.LA
12:30 17-10-2022
0
ფანტასტიური მომენტია. ბრავო ხვიჩა, ბრავო სპალეტი. სკუდეტო და ლიგის თასი მოგველოცოს
თენგაბი
12:37 17-10-2022
0

სიახლეები პოპულარული