როგორ ქმნის ხვიჩას "ნაპოლი" ვარსკვლავებს? - სატრანსფერო პარალელი

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" სატრანსფერო პოლიტიკის მიმართ ერთგვარ გაკვირვებასა თუ აღტაცებას იტალიასა და არამხოლოდ იქ წააწყდებით. ამის მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი გარემარბი, რომლის შეძენაც რამდენიმე გრანდმა მაინც ვერ გარისკა, ნეაპოლელებმა კი "კვარას" ნდობა გამოუცხადეს და მასში თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ ცოტა, 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხვიჩა მოლოდინებს სრულად ამართლებს, ძალიან ეფექტური და პროდუქტიულია, მისი სატრანსფერო ფასი კი ყოველდღიურად იზრდება. ბევრს შეიძლება აღარც ახსოვს, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ასეთ წარმატებულ გარიგებას ახორციელებს.

Sportall.Ge

მაშინ, როცა ლევან მჭედლიძე
"პალერმოში" გამოდიოდა, ამ გუნდის ღირსებას ედინსონ კავანი იცავდა. ნეაპოლური კლუბი ურუგვაელს ერთწლიანი იჯარით დაუკავშირდა. კავანი ძალიან შედეგიანად ათამაშდა, "ისე რა" ფორვარდის სტატუსის მქონე, 24 წლის ფეხბურთელმა 2010-11 წლების სეზონში 26 გოლი გაიტანა და ევროპაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სამეულში შევიდა. ურუგვაელი "ნაპოლიში" ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, 2013 წლის ზაფხულში კი მოთამაშე, რომელშიც 12 მილიონი იყო გადახდილი, ფრანგულმა პსჟ-მ 64 მილიონ ევროდ შეიძინა.

მოგეხსენებათ, კავანიმ "მანჩესტერ იუნაიტედშიც" ითამაშა, ამჟამად კი გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" ღირსებას იცავს.

altახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგიჟებს კვარას პასები. პასს რომ აკეთებს ხოლმე, ვერც იტყვი სწრაფი პასი იყო და მცველმა მაგიტომ ვერ ჩაჭრაო. ბურთი ნელა მაგრამ, გაწვრთნილი ძალღლივით მიდის მიზნამდე. ისეთი შეგრძნება მაქვს მცველი რომ მიუახლოვდეს, ბურთი თავისით შემოუვლის მეთქი.
Anjelo
14:03 18-10-2022
0
იტალიაში ბევრი ამბობს, რომ კვარაცხელიამ გასული საუკუნის 80-იანი წლების რომანტიკულ ფეხბურთში დაგვაბრუნაო. აი ისეთში, სადაც სქემები და ტაქტიკა შედარებით უკანა პლანზე, ხოლო ფეხბურთელის ტექნიკა და ინდივიდუალიზმი წინ რომ იყო წამოწეული.

ხვიჩას სიდიადე იმაშია, რომ მიუხედავად დღევანდელი უამრავი ჩახლარტულ- ახლართული ტაქტიკის, მაღალ- დაბალი პრესინგის და ათასგვარი მაიმუნობისა, მისი სქილები ყველაფერი ზემოდნახსენების დაძლევისთვის საკმარისზე მეტია, რითაც ის დროის მანქანის ჩართვას ახერხებს და 30-40 წლით უკან გვაბრუნებს..

ჩემთვის, როგორც კლასიკური 10-ის მოყვარული გულშემატკივრისთვის (ზიდანი, პლატინი, ბერჰკამპი) ხვიჩას ფლანგურ ჩაწოდებებზე უფრო მნიშვნელოვანი მისი ვერტიკალურად (მოედნის სიღრმიდან) გაკეთებული პასებია.

თუ სპალეტიმ ყველა თამაშში ხვიჩა მოედანზე 70 წუთამდე მაინც დატოვა ნახავთ, რა დამანგრეველი დუეტი იქნება კვარა - ოსის ხაზი.
ასეთ შემთხვევაში ვიქტორა ამ სეზონში 20 გოლზე მეტს გაიტანს...
Charley
14:05 18-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული