"ნაპოლი" დაბალანაზღაურებადიან კვარაცხელიას გასამრჯელოს გაუორმაგებს

AutoSharing Option
ევროპის წამყვანი კლუბების მიერ ხვიჩა კვარაცხელიასადმი მზარდი ინტერესის გამო, "ნაპოლი" ქართველს კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასსაც გაუზრდის, - იტყობინება CalcioNapoli24 SportMediaset-ზე დაყრდნობით.

აღნიშნულ საკითხებზე ნეაპოლურმა კლუბმა კვარაცხელიას აგენტებთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.

"ნაპოლის" უნდა ხვიჩას 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება 1 სეზონით გაუხანგრძლივოს და ანაზღაურება გაუორმაგოს.

"კვარას" წლიური გასამრჯელო 1 მილიონი ევროა (გადასახდების გადახდის შემდეგ) - გუნდში ერთ-ერთი დაბალი.

კვარაცხელია "ნაპოლიმ" ამჟამინდელი სატრანსფერო ფასებით საკმაოდ იაფად, 10 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაპოლიმ ხვიჩას გამოსასყიდი ფასი დაასახელა 100 მილიონზე ნაკლებად არაო ესე იგი 101 მილიონად შეელევიან? ო როგორ შეცდომას უშვებენ!სულსწრაფი გადაწყვეტილება სხვას ვერაფერს დავარქმევ! ახლა რომ გამოჩნდეს ვინმე და გადაიხადოს კარგი იქნება .სულ რაღაც ერთ წელიწადში ის უკვე 150 მილიონი ეღირება ამას მალე ყველა ნახავს მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ აგერ მე და აგერ ჩემი ნათქვამი!!!
ზაზა
07:04 23-10-2022
3
1 მილიონის გაორმაგებით უნდათ კვარა დააბან დიდი ხნით იმ სამყაროში სადაც მაკგვაიერს 17 მილიონს უხდიან?
მეგრელი
00:05 23-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული