ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა და "ემპოლისთან" უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ბერგამოში "ატალანტასთან" სათამაშოდ წელის ტრავმის გამო არ გაჰყვა. Football Italia-ს ინფორმაციით, კვარაცხელიამ წელი პარასკევს მოკლე მოედანზე თამაშის ბოლოს დაიზიანა.

Area Napoli-ს ცნობით, წელი ძალიან სტკიოდა, მწვავე შეტევა ჰქონდა, მის მდგომარეობას სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ხანი გაუცდება.

სავარაუდოდ, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა, მისი ბერგამოში სათამაშოდ წაყვანა უბრალოდ არ გარისკეს და 8 ნოემბერს "ემპოლისთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მან ამ სეზონში თითქმის შესვენების გარეშე 17 მატჩი ჩაატარა, როგორც ჩანს, ფიზიკურადაც გადაიღალა და
მცირე ხნით დასვენება წაადგება კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვნახოთ აბა კიმი როგორ ითამაშებს დღეს.ბინა როცა გამიქურდეს, წაღებულ ნივთებზე მეტად ის მაღელვებდა, რომ შეურაცხყოფა მომაყენა ვიღაცა ახლობელმა თუ ახლობლებმა (მეზობელი უბნელი...) ჰოდა არაა ადვილი ამის გადახარშვა.
რეზო
19:44 05-11-2022
1
კომენტარებს თვალი გადავავლე და დამაფიქრა, რა დღეში გაქვთ ხალხო ნერვები, რა შეთქმულების თეორიებს ხლართავთ. აცადეთ ამ ბიჭს თამაში და ნორმალური ცხოვრება. ჯერ ფეხბურთის ფედერაცია გაატანეთ წყალს, ახლა ნაპოლის და იტალიას გადაწვდით. სულელებია გინდა მწვრთნელი და გინდა ხელმძღვანელობა ხვიჩას რამე პრობლემა შეუქმნან? პირიქით მისი იმედი აქვთ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ, ვალერიანე დალიეთ და ცივი წყალი მიაყოლეთ, საღამოს ნოდარა მელაძეს უყურეთ, ახალი ზღაპარი ექნება მომზადებული...
ელგუჯა
14:01 05-11-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული