"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და "ჰალის" ყოფილმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა.

არველაძის თქმით, ინგლისში მუშაობით დიდი გამოცდილება მიიღო და "ვეფხვები" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

"უცნაურია, სეზონი კარგად დავიწყეთ, აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელი გავხდი და 15 სექტემბერს პოსტი დავტოვე, რაც ხელმძღვანელობასთან გაუგებრობის გამო მოხდა. ძალიან განვიცადე, მათ ღიად ვუთხარი, რომ მსგავს დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ინგლისში სამუშაოდ კიდევ მოვხვდე, რადგან არაჩვეულებრივი გარემო და პირობებია.

შოთის თქმით,
"ნაპოლი" ამჟამად იტალიაში საუკეთესო გუნდია.

"ნაპოლის" თამაშებს ხვიჩას გადასვლამდე ხშირად არ ვუყურებდი. "პარტენოპეი" არამხოლოდ კარგმა შემტევებმა, არამედ გამორჩეულმა მცველებმაც დატოვეს და ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის შენება დაიწყო. ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს ადვილად უგებენ, რაც მათი სათამაშო კლასის დამსახურებაა. გვარდიოლადან დაწყებული კლოპით დამთავრებული, ყველა "ნაპოლიზე" საუბრობს, უდავოა, რომ დღეს იტალიაში საუკეთესოები არიან.

ხვიჩას თამაშის განსაკუთრებული სტილი აქვს, მეც თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ ასე ხმალამოღებული, კარის ხაზზე დაგეშილი მოთამაშე, ძალიან ცოტა მინახავს. არ მახსოვს, არცერთი პოზიცია, სადაც ბურთს იღებდა და კარის ხაზს არ უყურებდა. არაჩვეულებრივი ორიენტაცია აქვს, ფიზიკურ მონაცემებზე აღარაფერს ვიტყვი, თამაშის წაკითხვა, პასი... სხვათაშორის, ევროპაში გუნდურობა ძალიან ფასობს, როცა პირველი გადაცემა გააკეთა მივწერე, "იცოდე, გოლის გატანა ყველას უყვარს, მაგრამ ასეთ დონეზე პასი უფრო ფასობს მეთქი". რა თქმა უნდა, ამას თავადაც ხვდება.

"აიაქსის" ხელმძღვანელობას ვეუბნებოდი, რომ ხვიჩა ბრილიანტი იყო და მისი ხელიდან გაშვება ასე არ შეიძლებოდა, თუმცა პასუხად მივიღე, რომ 9-10 მილიონი მასში ზედმეტად ბევრი იყო.

გამოცდილმა სპეციალისტმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შანსებიც შეაფასა.

ვილი სანიოლმა შეძლო და სისტემა ჩამოაყალიბა, გასაგებია, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან თამაში უნდა შეგვეძლოს, ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ეს აღარაა ის ესპანეთი, რომლისთვისაც ბურთის ართმევაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი კარგად დაგვანახებს, თუ რა დონეზე ვართ" - განაცხადა არველაძემ.

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

altშოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა

alt"ეს აქვს, რაც გვაოცებს" - შოთა არველაძე ხვიჩაზე საუბრობს

altშოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინც თავის დროზე ხვიჩაზე უარი თქვა , იქ არ უნდა გადავიდეს. საერთოდაც მგონია მაგარ გუნდშია და თან ხალხსაც მაგრად უყვართ, აჯობებს იყოს სადაც არის
სიმართლე
19:45 05-11-2022
1
ეხლა ჩაკვე მადარდებს უფრო ხვიჩამ თავის გზა და გუნდი მონახა თუ გადასვლაა რეალში ან სიტისში გადავიდეს დანარჩენი არცერთი გუნდი არ ჯობია ნაპოლის. ჩაკვემ უნდა ირწმუნოს თავის შესაძლებლობების და დაიბრუნოს ძველი კონდიციები. კი თამაშობს ეხლა ნორმალურად მაგრამ თვითონაც ხო ხვდება რომ ის ჩაკვე არაა რაც იყო... კარგია რო ჯგუფიდან გავიდა ეხლა ძლიერ გუნდებთან უფრო სტიმული ექნება.... იმედია მალე დიდ გუნდში ვნახავთ მასაც იტალიაში ვხედავ კარგად მოერგება ინტერს და იუვეს...
რონი
18:07 05-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული