როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტკივილის გამო "ატალანტასთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. იტალიური მედიის ცნობით, მას პრობლემა "ლივერპულთან" შეხვედრაში შეექმნა, როდესაც ბურთზე ბრძოლის შემდეგ სარეკლამო დაფას შეეჯახა. CalcioNapoli24 იტყობინება, რომ ავტომობილის მოპარვის გამო ქართველი ვიდრე პოზოპილოში დაბინავდება, დროებით სასტუმრო Britannique-ში გადაბარგდა, სადაც გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ცხოვრობს.

"ნაპოლის" საიტი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია. მას აღდგენაში ფიზიოთერაპევტი ხოსე კარლოს მოლინოს დომენე ეხმარება. კლუბის სამედიცინო პერსონალი "კვარას" მალე დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და არაა გამორიცხული, სამშაბათს "ემპოლისთან" ითამაშოს.

იტალიის
ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Tutto Napoli-ს განუცხადა, რომ სპალეტის არ უნდა გუნდის მხოლოდ კვარაცხელიასთან გაიგივება. მისი თქმით, ფეხბურთელები ეგუებიან იმ აზრს, რომ მთელი კვირის უვარჯიშებელ მათ თანაგუნდელს მაინც შეუძლია ითამაშოს.

"ბრეშიას" შემტევმა ვალონ ბეჰრამიმ სპალეტის კვარაცხელიაზე ნათქვამზე Dazn-ის ეთერში გააკეთა კომენტარი: "ამ ბიჭზე მხოლოდ იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ტრენდია, არამედ ვინაიდან სერია A-ში, ევროპასა და ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მყავდა მეგობრები, რომლებიც კვირის განმავლობაში ცოტას ვარჯიშობდნენ, მაგრამ მინდოდა მოედანზე ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, შესაძლოა, სპალეტიმ სხვა არჩევანი გააკეთოს, როდესაც მიხვდება, რომ მთელი სათამაშო სისტემა მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გასაჯაროვებაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვინც ცუდად არის დაისნტერესებული იმისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მისამართის დადგენა, პოზოპილო არ ვიცი,Pausylipus ანუ პოსილიპო კი, სადაც არ უნდა ჩუმად გადავიდეს მე-2 დღეს თუა არა მე-3 დღეს ნეაპოლში ყველას ეცოდინება, დიდი სირცხვილი და არაკაცობაა თუ ქართველის ხელი ურევია ბნელ საქმეებში, არც გამოვრიცხავ იმდენი ტვინგადაბრუნებული გვყავს....
გუსანი
13:37 07-11-2022
0
ნეტა ხვიჩა განცხადებას გააკეთებდეს, რომ მის შესახებ საფეხბურთო თემების გარდა არაფერი გაავრცელონ.
მხოლოდ მატჩები.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული