ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარის" მეორე გუნდში დაშავდა და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
უნგრული Origo-ს ინფორმაციით, "ფეჰერვარის" მეორე გუნდში გადაყვანილმა ბუდუ ზივზივაძემ მესამე ლიგაში მატჩისას მხრის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, საოპერაციო იყოს. სამწუხაროდ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკმაოდ ბევრი გაუცდება და მინიმუმ, წლის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს. 

"ფეჰერვარის" დუბლები "ნაგიკანიზასთან" 0:5 დამარცხდა, ზივზივაძე კი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი პირველი გუნდის შემადგენლობას იმის გამო ჩამოაშორეს, რომ გულშემატკივრები მისი საქციელით უკმაყოფილო დარჩნენ - ზივზივაძემ ყოფილ თანაგუნდელს მატჩის შემდეგ მაისური გაუცვალა.

საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურად მაროკოელებს დაუპირისპირდება და ვილი
სანიოლს ფონს გასვლა ბუდუს გარეშე მოუწევს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altბუდუ ზივზივაძის ბოდიში - მჯერა, გულშემატკივრები სწორად გაიგებენ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბუდუ კაცი ხარ. გაუძელი და რაც შეიძლება მალე აიდა მაქედან.
ჩამოდი და ბიჭებივით ეროვნული და მერე ნორმალურ ჩემპიონატში.
lsd
07 ნოემბერი 2022 23:06
0
ერთი ეს ფეჰერვარი გავარდეს მეორე ლიგაში რააა
bejo
07 ნოემბერი 2022 21:19
1
მაგრად შემეცოდა ბუდუ ! რა ბოღმიანი ხალხში მოხვდა და როგორ აურიეს ამ კაცს ცხოვრება და კარიერა!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
07 ნოემბერი 2022 20:54
0
30 წელი ბათუმის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ფლამარიონის გამოძახებას რა ნამუსით ითხოვთ???ტიპი ქარში მოყოლილი ფოთოლივით დაფარფატებს)თუ იმიტომ უნდა გამოვიძახოთ რომ ქართული პასპორტი აიღო?!)
გიუშა
07 ნოემბერი 2022 23:33
0
მოკლედ რაღა უნგრეთი და რაღა რუსეთი... თუ მაგ ჭაობს თავი დააღწია როგორმე, დიდი ხარი უნდა დაკლას...
დდდ
07 ნოემბერი 2022 19:43
2
ჩვენი ფედერაცია უნდა ჩაერიოს, თორემ დაიკარგება ეს ნიჭიერი ბიჭი საქართველოს ნაკრებისათვის.
თენგაბი
07 ნოემბერი 2022 22:40
1
Budus magrad ar umartlebsda ar umartlebda tore top klasis forvardi iqneboda
Achi
07 ნოემბერი 2022 20:57
1
იმედია, როგორმე გამოაღწევს,მაგ გუნდიდან.
სოსო
07 ნოემბერი 2022 19:18
0
მაისურის გაცვლა როდის გახდა დასჯადი? თამაშის დასრულების მერე მაისურების გაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო? რამე გამომრჩა? :(
გურული
07 ნოემბერი 2022 22:15
3
მიქელთაძე,ფლამარიონი, ბერიძე თურქეთიდან და ცხადია მიქაუტაძე
ბათუმელი ექსპერტი
07 ნოემბერი 2022 20:48
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული