"ქუდი დაიფარა, სათვალე მოირგო, მაინც იცნეს" - ბადრი კვარაცხელია ერთ-ერთ ნეაპოლურ ამბავს იხსენებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ვეტერანი ფეხბურთელი ბადრი კვარაცხელია, გადაცემა "სარბიელის პოდკასტს" ესტუმრა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"პატარაობიდანვე, ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. დილით 6 საათზე დგებოდა და თბილისის "დინამოს" ბაზაზე მიდიოდა, ვარჯიშობდა, შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და სკოლაში მიდიოდა. ასე ხდებოდა ზამთრის პერიოდშიც, გაცილებაზე უარს გვეუბნებოდა, რომ არ შევეწუხებინეთ. გაკვეთილებსაც კარგად ამზადებდა.

"ნაპოლიში" ყველა თანაგუნდელთან მეგობრობს, განსაკუთრებით, ვიქტორ ოსიმენთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან, მარიო რუისთან, ფრანკ ზამბო ანგისასთან. შეკრული გუნდია, სადაც დაჯგუფებები არ არსებობს.

ხვიჩა სახლიდან 8 საათზე გადის, 11-ზე ვარჯიში ეწყება, შუადღეს სახლში
ბრუნდება და ისვენებს. მისი ერთადერთი გასართობი საღამოს კალათბურთის თამაშია. ახლახან კალათბურთის ფარი იყიდა, მაგრამ სხვაგან გადატანა მოუწევს, რადგან ამ სახლიდან გადავდივართ, ვუთხარი, მაგ სახლში არც დაბრუნდე-მეთქი (რამდენიმე დღის წინ მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო, მოგეხსენებათ, "კვარას" სახლი გაქურდეს), ახლა სასტუმროშია. ხვიჩას სახლიდან სხვაგან გასვლა თითქმის შეუძლებელია. ერთხელ ნეაპოლში ტელევიზორის საყიდლად წავედით. ქუდი დაიფარა, სათვალეები მოირგო, პირბადე გაიკეთა, მაინც იცნეს, ტელევიზორი თავად ვერ აარჩია, რადგან იქამდე ვერ მივიდა.

დამერწმუნეთ, საქართველოს ჩემპიონატს უამრავი მენეჯერი და საფეხბურთო აგენტი ადევნებს თვალყურს, გამომდინარე გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის, ირაკლი აზაროვის, ოთარ კიტეიშვილის წარმატებიდან. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, დიდი ხანია ვოცნებობ, რომ შეტევის ხაზში ხუთმა ფეხბურთელმა ერთად ითამაშოს, ესენი არიან: ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება" - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.


მკითხველის კომენტარები / 7 /
მილიონი მაგალითია ბოლომდე მოურჩენელმა ტრავმამ,რა სავალალო შედეგამდე მიიყვანა ესა თუ ის სპორტსმენი.მივესალმები ნაპოლის გადაწყვეტილებას,შედეგის გულისთვის რომ არ რისკავენ ფეხბურთელის ჯანმრთელობით
კახა ქ.
22:42 11-11-2022
1
შენ პირს შაქარი,ბადრი!ჯერ კარგი შვილის გაზრდისათვის და შემდეგ,მაგ შემტევი ხუთეულისათვის.ეგ ხუთეული,ყველა ფორმაში მოგვცა და ნებისმიერ ნაკრებს შევუქმნით, პრობლემენს
სოსო
22:18 11-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული