
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ლიონელ მესიზე ძვირი ღირს, "ლა პულგას" სატრანსფერო ფასი ამ დროისთვის 50 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, 21 წლის ფეხბურთელებს შორის ხვიჩა მესამე ადგილზეა, "კვარას" მხოლოდ ბუკაიო საკა (90 მილიონი ევრო) და როდრიგო (80 მილიონ ევრო) უსწრებენ.
კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-6 ადგილს იკავებს, "ნაპოლიში" კი სატრანსფერო ფასით მეორე პოზიციაზეა, პირველზე ვიქტორ ოსიმენი (70 მილიონი ევრო) გახლავთ.
გვახსოვს კვარას გამოჩენამდე პერიოდი, როდესაც ასეულს მიღმა იყო საქართველო და ვბედავთ პრეტენზიას ტოპ ლიგებში თამაშზე... სერბეთი რომ სერბეთია ჩვენსავით განიცადა სამოქალაქო ომები, მაგრამ ჩვენზე უარესი კი ვგონებ არავის განუცდია. ჯერ იყო და სსრკ-ის ნანგრევებს ქვეშ მოვყევით, შემდეგ სამოქალაქო ომები, საგარეო ომები, არასტაბილური ბიზნეს გარემო, დღევანდელი კვერცხის უპირატესობა ხვალინდელ ქათამზე... ეჰ, ჩვენისთანა გამძლე ერი, არის ნეტა სადმე ერი?!