"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
ამ კაცის ტყუილებს და აფერისტობებს საზღვარი არ აქვს
დააT
04 დეკემბერი 2022 18:48
0
არ დაიღალე რამან? ხომ არ ჯობია ისევ გუდრონის გადამამუშავებელი ქარხანა მოხოდო
რა დები
05 დეკემბერი 2022 00:17
1
ჯერ ხელფასები დაარიგე და დავალიანება გაისტუმრე საქმიანი იერით რომ ზიხარ.სამი თვეა ხალხს ხელფასი არ აუღიათ..ძირითად გუნდზე არ არის საუბარი..
simartle
04 დეკემბერი 2022 22:15
2
აქ წერას თამაშებზე იაროთ არ გირჩევნიათ? მერე გუნდიც სხვანაირად ითამაშებს და ფიფიაც სხვანაირად მოიქცევა, საჩემპიონო თამაშზე 60 კაცი იყო სულ. სამაგიეროდ კლავიატურით კი იცით გულშემატკივრობა. მიბაძეთ გორს, ქუთაისს, ბათუმს. რამდენი ხალხი დადის თამაშებზე. და ხაშურს კიდევ, მეხუთე ლიგის გუნდის თამაშებზე 3000 კაცი დადის.
ave
04 დეკემბერი 2022 18:41
6
ითამაშონ ფეხბურთი და ივლის ხალხის სტადიონზე.
პროფესტო
04 დეკემბერი 2022 22:12
1
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის დინამომ გაზარდა, მერე მოისროლა რუსთავში როგორც უპერსპექტივო და ბათუმში რომ თამაშობდა ამის სანახავად, ანუ მოწინააღდეგე გუნდის მოთამაშის სანახავად მოვიდა 10 000 გულშემატკივარი, რომელთაგან თბილისის დინამოს სანახავად არავინ არ იყო მისული და შენ იძახი რომ ხალხი ფეხბრთზე არ დადის? ხალხი არ დადის რომან ფიფიას ნაგვის ბუნკერში, თორე ფეხბურთზე დადის.
დააT
05 დეკემბერი 2022 09:46
0
ყველა გამოხმაურება
შენ რომ ჭკუა გქონდეს რომან მართლა გააძლიერებდი და გაიყვანდი რომელიმე ჯგუფში გუნდს. ამ შედეგით ხალხის გულსაც მოიგებდი(ამდენი სირცხვილი რომ აჭამე სოფლის გუნდებთან დინამოს) და სტადიონზეც დააბრუნებდი გულშემატკივარს
რაბუ
04 დეკემბერი 2022 15:33
0
ჩამოიყვანე ეხლა "ოგბონუ უვუნუ, ვუვუვუ ტუვალუ და ა.შ." და გახვალ ლიგაზე
.
04 დეკემბერი 2022 15:27
3
ფარერების 200 კომლიან სოფლის კლუბთან 7-0 წააგეთ და მოდით, ტრადიცია არ დაარღვიოთ.
Რაგბის ფანი
05 დეკემბერი 2022 01:22
0
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს თბილისის დინამომ 5,862,004 ლარის სუფთა მოგებით დაასრულა :) მშვენიერი ბიზნესია, აბა სიტის მფლობელების თავში ჩამახედა ამდენ ფულს რომ ყრიან ტყუილად
პროფესტო
04 დეკემბერი 2022 22:23
2
ამ აკადემიას რომ დაანებო თავი ბატონო რომან კარგი იქნება.ამდენი წელია უმაღლესი დონის აკადემია გაქვთ და ქართული ფეხბურთისთვის დიდი საქმე გააკეთა,არაერთი ტალანტი გაიზარდა მაგრამ დინამოსთვის არანაერი ხეირი არ მოუტანია.ვერცერთი დუნამოს აღზრდილი ტალანტი ვერ შევიმაგრეთ თუნდაც 2 წელი.მთელი რესურსი ძირითადი გუნდისკენ მიმართეთ და ტრანსფერებში დახარჯეთ..აკადემიის ფასში მინიმუმ 4 ან 5 საშუალო დონეზე მისული ფეხბურთელი მოგივათ და ევროტურნირებზე იმედი მაინც გვექნება..
qomagi
04 დეკემბერი 2022 15:36
6
“ამ ფულით 4 5 საშუალო გეხბურთელი მოგივა” რას ნიშნავს? აკადემია დახუროს ანუ?
დავითი
04 დეკემბერი 2022 19:27
0
წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით.უყურეთ დასკვნები გამოიტანეთ.ფიფიას ახალი ბოლი......
jorj
05 დეკემბერი 2022 01:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული