"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
ბ-ნო რომან არ გრცხვენიათ ყოველთვის ერთ და იგივეს რომ იძახით.მერამდენედ.მოიხადეთ მადლობა მოლოცვისთვის და მორჩა.ხომ იცით რომ არა ხართ გამკეთებელი.დიდი აი ცენტრალური მცველი რომ გყავდათ ფერად კანიანი,აი მაგის დარი ფეხბურთელს თუ ჩამოიყვანთ.ასე რომ,ცოტა თავმოყვარეობას გაუფრთხილდით,ბავშვი ხომ არ ხართ
კახა ქ.
04 დეკემბერი 2022 21:47
1
რაც არის ფიფია კარგა ხანია ვიცით და არაფერი ეშველება გუნდს მის ხელში. მაგრამ სად არიან ძველი დინამოს ფეხბურთელები, რატომ ისინი არ ამოიღებენ ხმას გუნდის ასეთ წლობით წარუმატებლობაზე? - მაჩაიძე, სულაქველიძე, ჩივაძე, გუცაევი, გაბელია და სხვანი . . . კი იტყვით გუცაევი აგერ ტელევიზიით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ფეხბურთთან და კრიტიკასაც არ აკლებს, მაგრამ ეს საკმარისია? ამდენი სამარცხვინო მარცხის შემდეგ, რატომ არ შეიძლება პრესით, ან ტელევიზიით (და უფრო ეფექტურიც იქნება) საერთო განცხადება გააკეთონ. რომ მხოლოდ ძველი წარმატებებით ტკბობა და 40-50 წლის წინანდელი გამარჯვებების გახსენება არაფრის მომცემია. არ ვამბობ, რომ მიუთთითონ ფიფიას კარისკენ, მაგრამ უნდა აჩვენონ, რომ დინამო მხოლოდ დღევანდელი მეპატრონის არ არის და საერთო ტკივილია. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ (თუნდაც მსგავსი), რომ დამართოდა კიევის დინამოს ან მოსკოვის სპარტაკს რა დღეს დააწევდნენ ძველი ფეხბურთელები ან გულშემატკივრები გუნდებს და მათ მმართველებს?! გინახავთ სადმე, რომ ჩვენი ჟურნალისტები დინამოს ან რომელიმე ჩვენი გუნდის საერთაშორისო წარუმატებლობას არჩევდნენ, ანალიზს უკეთებდნენ? მაგრამ რეალს, ლივერპულს, მილანს, ბაიერნს, ბარსელონას და სხვებს აბა ვინ უნდა უგულშემატკივროს? ვის დაკავრგვიხართ, სხვის ბანკეტზე, ვისი ტიკი-ტომარები ხართ?! აგერ გუშინ დინამო თამაშობდა და ამხელა სტადიონი ცარიელი იყო. ის ფანკლუბიც რამდენიმე ათეული ახალგაზრდისგან რომ შედგება (ისე ეს მეტსახელი "ელიტა" რა უბედურებაა. ფანზონას ყველგან რაღაც აგრესიული მეტსახელები ჰქვია.). ამაშიც ჩანს, რომ ყველას ფეხებზე ჰკიდიათ დინამოს ამბავი და მერე გამოვლენ აგინებენ ფიფიას და მის გუნდს. სამაგიეროდ ახალი ყოჩი ჰყავს ქართველ ფანობას - ნაპოლი. ხვიჩას არაფერს ვერჩი, მაგარი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ და როგორც ყველას, მიხარია მისი ასეთი თამაში. მინდა ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა მოიგოს. (მართალია არ ვარ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი, მაგრამ ნაპოლი ყოველთვის ბავშვობიდან რაღაც გულში მყავს. 1978 წელს შემოდგომაზე როცა ჩვენ დინამოს შეხვდნენ თბილისში, თამაშის მერე მე და ჩემი და მამამ დინამოს ავტობუსთან მიგვიყვანა, ფეხბურთელები ახლოს გვანახა, სლავა მეტრეველს იცნობდა, გამოელაპარაკა და გაგვაცნო. მეტრეველი მაშინ ახალკაცთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობაში იყო. ხო და იქ გვერდზე ნაპოლის ავტობუსში იტალიელი ფეხბურთელები სხდებოდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენ ბავშვებს გუნდის ვიმპელი გვაჩუქა. ეხლაც კედელზე მიკიდია, რუუდ კროლის და რამონ დიასის ხელმოწერებით :) ). ქართველი ფეხბურთის ჟურნალისტი, რომ იტყვის ნაპოლის თამაშებს ისე ველოდები, როგორც მაშინ დიდი დინამოს დროსო, აი მანდ არის სწორედ პრობლემა. რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ფეხბურთელს ამხელა სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების ქვეშ რომ თამაშობს?! თუმცა, კიდევ ერთხელ, დინამოს ვეტერანებმა უნდა ამოიღონ ხმა, რომ სირცხვილია გუნდი ესტონეთის, ფარერების და მაგათ მსგავსებთან აგებდეს.
andro
04 დეკემბერი 2022 15:23
3
ნეტა რა ტრანსფერები იქნება? ალბათ, ზამბია, მადაგასკარი და სხვა "საფეხბურთო" ქვეყნებიდან.
მერაბი
05 დეკემბერი 2022 09:15
0
პრობლემა ფეხბურთელის წარმომავლობა კი არა, ფეხბურთელის კლასია. უამრავი კარგი ფეხბურთელია წამოსული "ზამბია-მადაგასკარებიდან", მთავარია ნიჭიერი წამოიყვანო, რისთვისაც სკაუტინგი გჭირდება.

აბა ტოპ ჩემპიონატებიდან ფეხბურთელს ვერ ჩამოიყვან საქართველოში
Just Supporter
05 დეკემბერი 2022 11:32
0
ვერ გავიგე ანუ მერაბ გაბრიელ ჯესუსი და გჯეგოშ კრიხოვიაკი დაგპირდა შენ ვინმემ თუ იხუმრე?
შავი კაცი
05 დეკემბერი 2022 12:54
0
ფიფიამ რა ქნას?16-17 და 18 წლის თინეიჯერები დღეს დადის და მამის სიტვას არ აფასებენ, და როგორ რანაირად და რა საფუძველზე შეინახოს და დააკავოს აკადემიის ფეხბურთელები?
მარტივ კითხვაზე პასუხი იგივე გექნებათ მაგ: ხარ 18 წლის გაქვს 2 000 ლარი ხელფასი და ცოტა ტალანტი გამოჩნდა პოგონი შეცნის ვარიანტი და 20 000 ლარს გთავაზობს თვეში რას იზამდით? მარტივია ხო 20 000 ავირჩევ იასნია საზღვარ გარეთ ჯობია... და ეხლა რა მითხარით იცი ეს უკვე თავში რო მაქ ავარდნილი და პოლონეთში ყველა კუთხეში უნახავი გულანკა და კაიფი როა რა ვქნათ...?
რა ქნას ფიფიამ დაკეტოს საზღვრები ტრანსფერები რო გაიხსნება? ცოტა ტვინი დავატანოთ რას ვითხოვთ და სად ვართ...
პლუს ბიზნესმენია ფიფია, და ბიზნესი ფულის მოგებაზეა ორიენტირებული და არა ხარჯვაზე. და ფიფია კიდე ტრანსფერების პონტში ვერ გაქაჩავს ტიპს არააქ და რა უნდა ჩადოს ტრანსფერებში.. ასე რომ ძალიან კარგი საქმე აკადემა გააკეთა და ის მუშაობს...
თოკო გაფრონდაშვილი სადაა???
აი დინამო ბათუმი და ბერიძის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება.. ფული არი,ფანობა მაყურებელი არ აკლდა,ფეხბურთელებიც იყო და რა გააკეთეს? ხო კაი ხვიჩა ზურა აზაროვი სხვა საკითხია რომ ეგ 1 წლით ადრეც ვიცოდით დანარჩენი???????
სწორად გამიგეთ ფიფია 0დან ვერ აწყობს გუნდს და აკადემიის ომედად ხართ და ჯანსაღი მომავალიც აქვს დინამოს ადრე თუ გვიან..და ბერიძემ აწყობილი ფეხბირთი გზად 2 ჯერ დაანგრია გუნდიც და ქომაგებიც დაშალა. დინამო თბილისზე ბოლოს ანშლაგი და სისტემატიური ქომაგობა 80იან წლებში იყო... ჩვენ კიდე ჭ კლასიდან საქომაგოდ დავდივართ როცა არც ფიფია იყო და არც ბერიძე ხსენებაში, რა რთულ პერიოდში როცა გუნდი არ გვყავდა მაშინაც კი ტრაქტორებოდან ვუყურებდით)))) ეხლა კიდე ინტერესი მოგვიკლეს ფედიჩკინზე უარესია ეგ...
გამოვა მალე ბერიძე და ფედიჩკინივით იტყვის გუნდების რაოდენობა გავზარდოთ რომ ბათუმი რო ე ლიგაში არაა ტეხავსო მალე მოვა ეგ დრო... წარმატებები დინამო თბილისს კარგი მწვრთნელი ყავს კლუბმაც ხასიათი აჩვენა და იმედია ფიფიაც ხდება რომ უკანასკნელ შანს ებღაუჭება და მჯერა ძაღლივით იბრძოლებს გუნდში პოზოტივოს მოსატანად და სიტუაციას დადებითად გარდასახავს... დინამოს გვერდი მოიწონეთ და ბოლომდე გამოხატეთ აზრი კრიტიკა და რეალური მიზეზები დადეთ კომენტარებში უყურადღებოდ არაფერი რჩება დაიჯერეთ....
შავი კაცი
04 დეკემბერი 2022 14:28
8
მართალი ხარ,მეც ვფიქრობ რომ ვერანაერად ვერ შეაჩერებს ტალანტებს დინამოში.აიაქსიო რომ აღმერთებენ მათ სკოლას,იგივე არაა?ამდენი წელია ტკეპნის ერთ ადგილს და გრანდებს ვერ მიუახლოვდა..იქნებ ჯობდეს ფიფიამაც დაიკიდოს ეს აკადემია რა და ეგ თანხა რასაც ხარჯავს აკადემიისთვის,მოახმაროს ძირითად გუნდს.აკადემია ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეს აკეთებს მაგრამ დინამოსთვის არანაერი ღირებულება არ გააჩნია.
qomagi
04 დეკემბერი 2022 15:29
1
რაზეა საუბარი აბა რა აიაქსზე გრანდს იტყვი თუ ნიდერლანდებს დააყოლებ ვერცერთ პონტში ვერ უახლოვდება ტოპს
არადა რა ფეხბურთელებს აწვდიდა და აწვდის გრანდებს....
ფაქტია რომ დინამოს მყიდველიც არ ჩანს და ფიფიამ ამ დროში გამართული მენეჯმენტი ვერ ჩამოაყალიბა და არჩილ ბერიძეც იგივეს აკეთებს ბათუმში..რეალურად კლუბებში საფეხბურთო პოლიტიკა არ არსებობს,უცოდინარობის და არაპროფესიონალიზირებული კადრების გამო... თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა კლუბმა სწორი ფინანსური გათვლა გააკეთოს რომ შიდა სამზარეულო გამართოს,მოიყვანოს კარგი ფიზ მომზადების და საბავშვო მწვრთნელები, დაასაქმოს სკაუტები რომ დროულად ჩაანაცვლოს სარგებლიანად გაყიდული ფეხბურთელი, და რაც მთავარია გრძელ ვადიან კონტრაკტებზე უნდა იმუშავოს მენეჯმენტმა...
შავი კაცი
04 დეკემბერი 2022 16:21
0
ანუ გავყიდი ყველას თუნდაც ათი ლარი შემომთავაზონო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
05 დეკემბერი 2022 02:14
0
მართლა რას ამოიჩემეთ ხალხი აღარ დადისო ბათუმში???ბოლო თამაშში ეს სფფ-ა ,,დამსახურება,,იყო,ჯერ დისკვალიფიკაცია მისცეს სტადიონს მერე გადაიფიქრეს ბოლო მომენტში,ხალხმა არც იცოდა რომ დასწრება დაშვებული იყო,ასე რომ ვიცი ბევრს ძალიან უნდა აღარ იაროს ხალხმა,მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით გუნდის გვერდით და ვიქნებით!!!
გიუშა
04 დეკემბერი 2022 22:13
0
ბატონო რომან, სულ რომ არ გიცნობდეთ ადამიანი მხოლოდ ამ ფოტოდან დაასკვნის, რომ ერთი ალალმართალი, პატიოსანი "კაცი" ბრხანდებით. იცოცხლეთ ბატონო რომან
დინამოელი
04 დეკემბერი 2022 17:10
9
კარგი რაა რომან ნუ ხარ უსირცხვილო მართლა და მართლააა ... ნუ გვამაიმუნევ ამდენ ხალხს ცუდად გიბრუნდება მერე ხო ხედავ ?! იმიტომ აგახიეს ყველაფერი... შენ რომ ფასი გქონდეს ხალხში კაცო ვერ შეგეხებოდა ..: დავდგებოდით ყველა შენ გვერძე კაცი ქალი ბავშვი და მოხუციიი ... მაიმუნი ...
bejo
04 დეკემბერი 2022 17:05
1
ფიფიამ ბავშვთა აკადემიის შექმნით უდიდესი საქმე გააკეთა, მაგრამ კლუბთან მიმართებით რომ კარგი გააკეთო დიდი ფინანსებია საჭირო. იყო ხარვეზები და იყო კრიტიკა... დინამო დიდიხანია ჩემპიონი არ გამხდარა და შესაძლოა ხარვეზები გათვალისწინებულია რადგან ურემი უკვე გადაბრუნდა. იმედია ყოველივე ცუდი უკან დარჩა!
ლაშა
04 დეკემბერი 2022 13:23
12
...სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი...აქედან ჩანს რომ სულ კიდია გუნდი და აზრზე არაა რა ხდება)))კარგა ხანია???ერთი სეზონია მხოლოდ)))
გიუშა
04 დეკემბერი 2022 18:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული