"სირცხვილია! ხვიჩა ბრაზილიელი ან არგენტინელი უნდა იყოს, მას არ ჰყავს ნაკრები, რომელიც..." - მარკოლინი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ Radio Marte-ს ეთერში იმ ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ასპარეზობენ.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:

"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.

altმატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება

მკითხველის კომენტარები / 40 /
აუ ჰოო რა დასანანია :(
სალი
16:32 13-12-2022
0
ესპანური წარმოშობის ტრენერს მაურინიოს უსმენდი: ...იცით რატომ არის კარგი მოთამაშეები მანჩესტერ იუნაიდში ? იმიტომ მათ აქვთ HERITAGES?იცით რა არის ეს? ეს არის შენი უკანა წარსულის ფესვები "...ამასწინათ ვნახე ძველი სურათი : შუაში დგას ლეგენდარული პელე, ხოლო მარცხნიდან დგანან სლავა ხურცილავა, სლავა მეტრეველი,და მარჯვნივ- ანზორ ყარალაშვილი და მიშა მესხი ..და მიშა მესხს რომ აცილებდნენ ანუ უდროოდ გაუშვეს ,გაკვირვებულმა მეორე ლეგენდამ გარინჩამ რომელიც დაესწრო ამ დროს,იკითხა გაკვირვებულმა: ამას უშვებენ სახლში და იმათ ტოვებენო?...და როდესაც ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ( ინგლისში?) მესსიმ და გუნდმა მოიგო ,მეორე დღეს დაიწერა იქ: ამ გუნდის 3 ფეღბურტელი არის შეფასებული 50 მილიონათო: მეტრეველი, მესხი და პონედელნიკი( დიდი რუსი მოთამაშე)..და მესხიზე ისეთივე აჟიოტაჟი იყო საზღვარგარეთ როგორც ეხლა ხვივაზეა ...ცოდა ვინ თქვა რომ დაიკარგა ეს HERITAGES??? პირიქით ..ეხლა მოვიდა მათი დრო
0

სიახლეები პოპულარული